11:12 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
სტიქიის ზონაში სასწრაფოსა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩება

მე-5 დღეა ბორჯომის ხეობაში სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს. 

მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით გერმანიას ეწვევა

25-27 აგვისტოს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მინისტრის მიხაელ როტის მოწვევით ფრანკფურტსა და ბად ჰერსფელდს ეწვევა.

ბრაზილიაში ბორანის გადაბრუნებას 22 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბრაზილიაში, პროვინცია ბაჰიაში ბორანი გადაბრუნდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

დევიდ ლი: გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც არჩეული მთავრობის საჯარო ნდობაში გამოიხატება

კომპანია "მაგთიკომის" ყოფილი პრეზიდენტი, "არიკ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლი სოციალურ ქსელ Facebook-ზე ბორჯომის ხეობაში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს გამოეხმაურა.

ქართველი გამომგონებლების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებლებმა ვაშინგტონში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე First Global მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მე-14 ადგილი დაიკავეს, 160-ზე მეტ მონაწილეს შორის.  ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილმა რობოტმა ჟიურის მხრიდან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ოკამის სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს

300 ჰექტარისასოფლო-სამეურნეო მიწის სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში  მიმდინარეობს ოკამის სატუმბი სადგურის სარეაბილიტაციო პროექტი.

25, 26 და 27 აგვისტოს ბათუმში მეორედ ჩატარდება ხელოვნების ფესტივალი Batumi ArtFest “ARGANI”

დღეს, 12 საათზე, ექვსი მაისის პარკში სტარტს აიღებს Art-Handmade ფესტივალი ARGANI.ფესტივალი წლევანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკვე მეორედ ტარდება.

ომბუდსმენი მოხელის გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით, შს მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს

მიმდინარე წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შ.მ.–ს გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით.

ლევან იზორიამ სამხედროებს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა

საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ბორჯომის ხეობაში დილიდან დისლოცირდა.

ხულოში, საციხური-გელაურას მიმართულებით 4 კილომეტრიანი გზის სამუშაოები დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის დიდაჭარა-საციხური-გელაურას 4 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. 

გიორგი კვირიკაშვილი: არავის საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში მოსახლეობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ ორი დღის მუშაობის შედეგებით,  ცეცხლის საბოლოოდ ჩაქრობის ეტაპზე გადავლენ:

პრემიერი: ვფიქრობთ, დღის ბოლოსთვის გაცილებით უკეთესი დინამიკა გვექნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სტიქიის ზონაში დღის ბოლოსთვის ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდება. გიორგი კვირიკაშვილი ვარაუდობს, რომ დღის ბოლოს ცეცხლის საბოლოო ჩაქრობის ეტაპზე გადავლენ, რომელიც შესაძლოა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს:

სტიქიის ზონაში 1000-ზე მეტი სამხედრო მუშაობს

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში  1000-ზე მეტი სამხედრო ჩაერთო. ამის შესახებ ჟურნალისტებს ადგილზე მყოფმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები განაახლეს

ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან  განაახლეს. ცუდი ხილვადობის გამო, ისინი დაბინდებისას მუშაობას წყვეტენ და დილიდან   ერთვებიან სამაშველო ოპერაციაში.

საგანგებო შტაბი:სტიქიის ზონაში რთული კერები ლოკალიზებულია, თუმცა აქტიურია ადგილები, სადაც ცეცხლი ხელახლა გაჩნდა

ბორჯომის ხეობაში, ყველა რთული კერა ლოკალიზებულია. ამის შესახებ სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბის სხდომაზე აღინიშნა.

ბორჯომის ხეობაში სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში საჯარისო დანაყოფები ჩაერთო

ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო. ამის შესახებ საგანგებო შტაბი ავრცელებს ინფორმაციას.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics