12:09 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-25 03:09:38, 600 ნახვა

დევიდ ლი: გადავდივართ ახალ ეტაპზე, რომელიც არჩეული მთავრობის საჯარო ნდობაში გამოიხატება

კომპანია "მაგთიკომის" ყოფილი პრეზიდენტი, "არიკ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ლი სოციალურ ქსელ Facebook-ზე ბორჯომის ხეობაში მიმდინარე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს გამოეხმაურა.

როგორც დევიდ ლი წერს, გარდამავალ პერიოდს საქართველო ძალიან დიდი ტემპით გადის.

„ფინანსთა მინისტრმა მოინახულა ხანძრის არეალი. მომწონს მათი ასეთი ზრუნვის ფორმა. უდიდესი კონტრასტია იმ ხმამაღალ სლოგანებსა და საკუთარი თავის რეკლამირებასთან, რომელსაც წინა ხელისუფლება მიმართავდა. ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე,  რომელიც არჩეული მთავრობის საჯარო ნდობაში გამოიხატება. ძალიან მადლიერი ვარ ამ ადამიანების. გარდამავალ პერიოდს საქართველო ძალიან დიდი ტემპით გადის“, - დაწერა დევიდ ლიმ.  

დევიდ ლი ასევე ევროპის ფონდის საბჭოს თავმჯდომარე და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მეურვეთა საბჭოს თავმჯდომარეა.

დიმიტრი ქუმსიშვილი ბორჯომის ხეობაში გუშინ ჩავიდა, სადაც არსებულ ვითარებასა და ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებს გაეცნო. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics