|
2017-08-25 02:04:41, 625 ნახვა
ომბუდსმენი მოხელის გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით, შს მინისტრს რეკომენდაციით მიმართავს
მიმდინარე წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს შ.მ.–ს გათავისუფლების კანონიერებასთან დაკავშირებით. როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ შ.მ.–ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებას და კადრების განკარგულებაში აყვანას საფუძვლად დაედო შტატების შემცირება. „ წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, აღნიშნულ პერიოდში განმცხადებელს 3 წლამდე ასაკის შვილი ყავდა. სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ ქალთა შრომის უფლება სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ კატეგორიას განეკუთვნება, რის გამოხატულებასაც წარმოადგენს „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში დედობის უფლების სათანადო რეალიზაციის უზრუნველსაყოფად ასახული მოწესრიგება, რომელიც კრძალავს მოხელე ქალის გათავისუფლებას სამსახურიდან ორსულობის ან ბავშვის 3 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში შტატების შემცირების გამო. სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შ.მ.–ს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემამდე ვალდებული იყო, გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები ამგვარი გადაწყვეტილების მიღების გამომრიცხავი გარემოებების შესწავლის მიზნით, რაც სამინისტროს მხრიდან არ განხორციელებულა. კერძოდ, სამინისტროს არ წარმოუდგენია რაიმე სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მათ მცდელობას, შტატების შემცირების პროცესში, მოეძიებინათ ინფორმაცია მოხელე ქალთა ორსულობის ან/და მათ მიერ 3 წლამდე ასაკის ბავშვის ყოლის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებით შეილახა განმცხადებლის შრომის უფლება. ამდენად, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს მიმართა რეკომენდაციით, მოხდეს შ.მ.–ს თანამდებობაზე აღდგენა და მისთვის იძულებით გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს ანაზღაურებაAnchor“,-აღნიშნულია აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)