12:09 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-25 02:00:41, 833 ნახვა

ლევან იზორიამ სამხედროებს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა

საქართველოს სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის 1000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ბორჯომის ხეობაში დილიდან დისლოცირდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში საჯარისო ნაწილები ჩაერთნენ. ბორჯომის ხეობაშია საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ტექნიკა და ცეცხლმაქრი საშუალებები. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია დღეს საგანგებო შტაბში პრემიერ-მინისტრთან გამართულ თათბირს დაესწრო და სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ,საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდნენ. თავდაცვის მინისტრმა სამხედროებს სიტყვით მიმართა და ატენის ხეობაში გაწეული სამსახურისათვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ გარკვეული შედეგი დღეს მიღწეული იქნება.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics