აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მან განაცხადა, რომ უთვალთვალებენ, რომლის დამადასტურებელი მასალებიც პროკურატურას 2 კვირის წინ გადასცა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. მისივე განმარტებით, მხოლოდ გუშინ დაურეკეს და სთხოვეს, პროკურატურაში საეჭვო პირების ფოტო-ვიდეო მასალის ორიგინალი მიეტანა: