|
2017-08-25 00:43:49, 695 ნახვა
ბორჯომის ხეობაში სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში საჯარისო დანაყოფები ჩაერთო
ბორჯომის ხეობაში არსებული სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები ჩაერთო. ამის შესახებ საგანგებო შტაბი ავრცელებს ინფორმაციას. საგანგებო შტაბის სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, თავდაცვის სამინისტროს პირველი ქვეითი ბრიგადის აღმოსავლეთის სარდალმა შავლეგო ტაბატაძემ მოქმედების გეგმა გააცნო. ბორჯომის ხეობაში სტიქიას სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის და საინჟინრო ბრიგადის, ათასზე მეტი სამხედრო, სპეციალური ტექნიკით შეებრძოლება. ჯარისკაცები ახლადგაჭრილი გზების მეშვეობით, ცეცხლის კერებს მიუახლოვდებიან, მათ ლოკალიზაციას და შემდგომ დამუშავებას მოახდენენ. ამ დროისათვის, სტიქიის ზონაში ცეცხლის ძირითადი კერები ლოკალიზებულია. თუმცა რამდენიმე მონაკვეთზე ხანძარი კვლავ ფიქსირდება. კვლავ აქტიურად მუშაობს მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა, ჩართულია ავიაცია. პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა შტაბის წევრებს სამოქმედო გეგმა განუსაზღვრა და კოორდინაციის კუთხით დავალებები გასცა.
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)