11:12 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„თეგეტა მოტორსის“ ქსელში TOTAL-ის ბრენდის სამშენებლო-სარემონტო ხელსაწყოები გაიყიდება

„თეგეტა მოტორსმა“ და კომპანია TOTAL-მა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის თანახმად „თეგეტა მოტორსი“ TOTAL-ის ექსკლუზიური რითეილ პარტნიორი გახდა საქართველოში. 

შს მინისტრი ფიქრობს, რომ უახლოეს დღეებში ხანძარი ლიკვიდირებული იქნება

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ყველა ძირითადი კერა ლოკალიზებულია.

ზურაბ ალავიძე: ბორჯომის ხეობაში მდგომარეობა ყოველი საათის მიხედვით უმჯობესდება

რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ხანძრის უმეტესი კერები ლოკალიზებულია.

„პოლიციელები გვეუბნებოდნენ, თქვენნაირი ბინძურები როგორ უნდა დავიცვათო“ - ბათუმში ლგბტ თემის წარმომადგენლები დააკავეს

"თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძის ინფორმაციით, სამართალდამცავები მისი და მისი მეგობრების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

ყაზბეგის გამზირიდან ვაჟა ფშაველას გამზირისა და ჟვანიას მოედნისკენ მოძრაობა კვლავ დაშვებული იქნება

პეკინის ქუჩისა და ვაჟა ფშაველას შემაერთებელ კვანძზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. 

თავდაცვის სამინისტროში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს უმასპინძლა.

თამარ ჩხეიძე ატენის სიონის გვერდით მშენებლობის დაწყების გამო, სასამართლოს მიმართავს

"ილია ჭავჭავაძის საზოგადოების" გამგეობის წევრის  თამარ ჩხეიძის განცხადებით,  კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვა ატენის სიონის გვერდით სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, უკანონოა. როგორც თამარ ჩხეიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა,  ეროვნული მნიშვნელობის ძეგლიდან გამომდინარე, კულტურული მემკვიდრეობის  დაცვის ნორმების მიხედვით, ატენის სიონთან ასე ახლოს მშენებლობის დაწყება ყოვლად დაუშვებელია.

„საქართველოს რკინიგზა“ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს თავი შეიკავონ ძალისმიერი ქმედებისგან

"საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს.

ნიკოლოზ ანთიძე ატენის სიონის გვერდით მშენებლობის ნებართვის გაცემას ადასტურებს-პროექტი საპატრიარქომაც მოიწონა

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი  ნიკოლოზ ანთიძე ადასტურებს, რომ ატენის სიონის გვერდით მშენებლობის ნებართვა გაცემულია. როგორც ანთიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა, რომ ატენის სიონის მიმდებარედ  ადრე არსებობდა კერიები და სამონასტრო ცხოვრება, ახლა კი  სწორედ სამონასტრო კერიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხდება.

ანატოლი ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან მშვიდობიანი ცხოვრება სურს

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, სამხრეთ ოსეთს საქართველოსთან მშვიდობიანი ცხოვრება სურს.

ცესკომ 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით დაამტკიცა 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები, რომლებშიც აღწერილი მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურებია აღწერილი. 

მერსი ტემბონი: მსოფლიო ბანკი მზად ვართ ყველანაირი დახმარების გასაწევად, რაც საქართველოს დასჭირდება

მსოფლიო ბანკის რეგიონალური დირექტორის სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონის განცხადებით, მსოფლიო ბანკი მზად არის საქართველოს როგორც ფინანსტურად, ასევე ტექნიკური კუთხით დაეხმაროს.

კარლო ნატალე: ევროკავშირი ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად საქართველოს სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს

საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის კარლო ნატალეს განცხადებით, ევროკავშირი ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად საქართველოს სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს.

თურქეთის ხელისუფლელბის ახალი განკარგულებით, 900-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე დაითხოვეს

საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში, რომელიც გასული წელს მომხდარი სამხედრო პუტჩის შემდეგ ამოქმედდა, თურქეთის მთავრობის ახალი განკარგულებით, 900-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე დაითხოვეს, - ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.

სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები 8 კანდიდატთან გაიმართება

26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ორი კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით გასაუბრებები გაიმართება. სპეციალური სამთავრობო კომისია რვა პრეტენდენტს გაესაუბრება.

„საქართველოს რკინიგზა“: პროცესები არის მართული - პეტრიაშვილმა საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვება ვერ შეძლო

თითქმის ორი კვირაა "საქართველოს რკინიგზის" წინააღმდეგ აქციები მიმდინარეობს. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics