12:09 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-25 02:06:47, 942 ნახვა

25, 26 და 27 აგვისტოს ბათუმში მეორედ ჩატარდება ხელოვნების ფესტივალი Batumi ArtFest “ARGANI”

დღეს, 12 საათზე, ექვსი მაისის პარკში სტარტს აიღებს Art-Handmade ფესტივალი ARGANI.ფესტივალი წლევანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე უკვე მეორედ ტარდება.

შაბათ-კვირას ბათუმი გადაიქცევა შემოქმედების ცენტრად. მხატვრები, ხელნაკეთი ნივთების ოსტატები, მუსიკოსები და, უბრალოდ, შემოქმედებითი ადამიანები მთელი საქართველოდან შეიკრიბნენ, რომ დაისვენონ, შექმნან და ესაუბრონ ერთმანეთს.

ფესტივალის პროგრამაში შედის:

ქართველი და უცხოელი ოსტატების ხელნაკეთი ნივთების გაყიდვა: სამკაული, სუვენირები, ხელოვნების ნიმუშები, აქსესუარები და მრავალი სხვა!

კვებისა და განტვირთვის ზონა ურთიერთობისთვის (ხორცის გარეშე, მსუბუქი ალკოჰოლი და ღვინო 18:00-ის შემდეგ)

ნიჭიერი ფოტოგრაფებისა და მხატვრების გამოფენა

უფასო მასტერ-კლასები უფროსებისთვის: ხატვა, ვოკალი, ცეკვები, იოგა, სოციალურ ქსელებში დაწიანურება.

უფასო მასტერ-კლასები ბავშვებისთვის: თოჯინების თეატრი, ჩრდილების თეატრი, ხელოვნების სხვადასხვა სახეობა. პარასკევს და შაბათს მთელი დღის განმავლობაში ბავშვებს გაართობენ Globe International School Batumi-სანიმატორები

მერაბ ნაკაშიძის ცხოველთა არაკომერციული თავშესაფრის დახმარების მოედანი, რომელზეც შესაძლებელი იქნება შემოწირულობის დატოვება, ან იქიდან შინაური ცხოველის წამოყვანა.

სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და უფროსების დახმარების მოედანი, რომელიც ორგანიზებულია საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის, მამა იოანეს ასოციაციის მიერ.

საღამოობით ადგილობრივი მუსიკალური ჯგუფების კონცერტები და ცეცხლოვანი შოუ

პარტნიორებისა და მონაწილეებისათვის After-party ბარში „ადგილი მზის ქვეშ“.

ღონისძიებაზე შესვლა და მონაწილეობა -  უფასო !

ღონისძიების სრული პროგრამის ნახვა შესაძლებელია გვერდზე: 

https://www.facebook.com/arganiartfest.

მიბრძანდით ბავშვებთან და მეგობრებთან ერთად, დროს იქ მხიარულად გაატარებთ!

ფესტივალის პარტნიორები: ტურისტული კომპანია GEO STUMARI (http://geostumari.com/) და „ყავის სახლი ბათუმი“.

მისამართი: 6 მაისის პარკი (ქ.ბათუმი)

დასაწყისი: 25აგვისტო 12:00

დასასრული: 27 აგვისტო 23:59

ფესტივალის ორგანიზატორები: პროდიუსერული კომპანია“GO MAMONTS”

https://www.facebook.com/gomamonts/.

საკონტაქტო ინფორმაცია: ​​+995 (555) 306-277 გალინა იანკოვსკაია, +995 (574) 451-340 მალხაზ ბაბლუანი, +995 (591) 101-657 ირინა ნიკოლაევა

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics