12:08 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-25 01:52:35, 680 ნახვა

ხულოში, საციხური-გელაურას მიმართულებით 4 კილომეტრიანი გზის სამუშაოები დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსმა არჩილ ჩიქოვანმა ხულოს მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზის დიდაჭარა-საციხური-გელაურას 4 კილომეტრიან მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის დასკვნით სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

აღნიშნული მონაკვეთის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 1 759 490 ლარს. გარდა გზის ასფალტობეტონისა, ღონისძიების ფარგლებში მოეწყო 238 გრძ.მ. ბეტონის საყრდენი კედელი, 132 გრძ.მ. გაბიონი, 770 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი, 422 გრძ.მ. რკინაბეტონის არხი ცხაურებით და 120 გრძ.მ. ლითონის მილი. არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, მხოლოდ ხულოს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ჩატარებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტი 7 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს.

,,დასკვნით ეტაპზეა სამუშაოები გელაურა-საციხურას მიმართულებით. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ზიმო 7" აწარმოებს. სამუშაოების მოცულობა არის 1 მლ 760 ათასი ლარი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოეწყობა გზის საფარი ასფალტო-ბეტონით 4კმ და 150 მ-ზე. დაახლოებით კილომეტრსა და 200 მეტრზე მოეწყობა სანიაღვრე არხები ცხაურებით. ასევე, 370 მ-მდე კედლები, ხელოვნური ნაგებობები. უახლოეს დღეებში გაკეთდება მონიშვნები. დღეს, ფაქტობრივად ასფალტო-ბეტონის სამუშაოები დასრულდება. რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტში სხვა ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, სულ დეპარტამენტი დახარჯავს 7 მლ 600 ათას ლარამდე, რის ფარგლებშიც მოეწყობა 25 კმ ბეტონის საფარი, 17 კმ სამელიორაციო არხის რეკონსტრუქცია და მშენებლობა ჩატარდება. ასევე, მოვლა-შენახვის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები",-აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.  

(NA)









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics