|
2017-08-24 04:49:04, 2993 ნახვა
სამართალი
რუსმა სამართალდამცველებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
რუსმა გამომძიებლებმა მოსკოვის დიდი თეატრის ბალერინას ოლგა დემინას მკვლელობა გახსნეს, - ამის შესახებ Newsru.com იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბალერინას მკვლელობაში ეჭვმიტანილი, მისი ნაცნობი - საქართველოს მოქალაქე მალხაზ ჯავოევია. სამართალდამცველბის თქმით, ჯავოევი მცველად მუშაობდა. დაუდასტურებელი ცნობით, მალხაზ ჯავოევი მდიდარ და გავლენიან ხალხს, ბალერინებს აცნობდა, ესკორტ მომსახურებისთვის. გარდა ამისა, ჯავოევმა, სავარაუდოდ, ოლგა დემინას პორნოგრაფიული ფოტოები გაავრცელა ინტერნეტ სივრცეში. როგორც მედია წერს, ამჟამად მალხაზ ჯავოევი Матросская тишина-ს იზოლატორში იმყოფება და ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. ჯავოევს ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წაუყენეს. 2014 წლის დასაწყისში ბალერინამ ჯავოევს თავის კუთვნილი ბინა 2 მილიონ 975 ათას რუბლად მიჰყიდა. აპირლში ჯავოევმა აღნიშნული ბინა მესამე პირზე გაყიდა, თუმცა პირობა მისცა დემინას, რომ თანხას გაუყოფდა. მიუხედავად ამისა, ჯავოევმა სრული თანხა მიისაკუთრა. უკვე 2014 წლის აგვისტოში ბალერინა ოლგა დემინა გაუჩინარდა. მანამდე მან გაყიდა კუთვნილი ავტომობილი და სოციალური ქსელიდან ყველაფერი წაშალა.
ტრამპმა ლიეტუვას მოსთხოვა, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მიზნით, ბელარუსული კალიუმის ექსპორტისთვის პორტი გაეხსნა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი - საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი კლება არაერთ კითხვას აჩენს
კობახიძე აზარტული თამაშების საერთაშორისო ტურნირთან დაკავშირებულ კანონზე - ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე კანონპროექტი
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)