11:12 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 04:49:50, 678 ნახვა

აფგან მუხთარლის მეუღლე პროკურატურაში იმყოფება

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე  ლეილა მუსტაფაევა პროკურატურაში  გამოკითხვაზე იმყოფება.  საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მან განაცხადა, რომ უთვალთვალებენ, რომლის დამადასტურებელი მასალებიც  პროკურატურას  2 კვირის წინ გადასცა, თუმცა არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. მისივე განმარტებით, მხოლოდ გუშინ დაურეკეს და სთხოვეს, პროკურატურაში საეჭვო პირების ფოტო-ვიდეო მასალის ორიგინალი მიეტანა:

„3 აგვისტოს შევნიშნე, რომ მითვალთვალებდნენ, როდესაც აზერბაიჯანის შს მინისტრი საქართველოში ჩამოვიდა.მე მაშინ პარკში ვიყავი თავისუფლების მოედანთან, ბავშვთან ერთად. შევამჩნიე 25-30 წლის ასაკის დაახლოებით 7 პირი, ისინი იქ იდგნენ, შემდეგ კი ის პირი შევნიშნე, რომელიც აფგანს უთვალთვალებდა, მის გატაცებამდე რამდენიმე დღით ადრე. უცებ ბავშვს ხელი ვტაცე და სახლში წავედი. შემდეგ რუსთაველზე, ბავშვთან ერთად სეირნობისას, ასევე 4 პირი შევნიშნე. ისინი გვითვალთვალებდნენ. მე მათ სურათი და ვიდეო გადავუღე. ეს მასალები პროკურატურას 2 კვირის წინ გადავეცი, თუმცა არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. მხოლოდ გუშინ დამირეკეს და მითხრეს, მივიდე და გადავცე მათ ფოტო-ვიდეო მასალის ორიგინალი“,-განუცხადა ჟურნალისტებს აფგან მუხთარლის მეუღლემ.

თემის ირგვლივ ისაუბრა ასევე აფგან მუხთარლის ადვოკატმა არჩილ ჩოფიკაშვილმაც. მისი თქმით, პირების იდენტიფიცრების კუთხით,  საგამოძიებო მოქმედების შესახებ დღემდე მათთვის ცნობილი არ გამხდარა.

„ლეილა მუსტაფაევა დამატებით გამოკითხებ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა როგორც აფგან მუხთარლის გატაცებამდე, ასევე მას შემდეგაც. ბოლოს ის იყო 4 აგვისტოს, როდესაც უკვე ახალი მოთვალთვალეები გამოჩნდნენ ამ საქმეში. წარდგენილი გვაქვს გამოძიების საწყის ეტაპზეც ფოტოსურათები ამ ადამიანის, შემდგომ ეტაპზეც და ვითხოვდით ამ ადამიანის იდენტიფიცირებას, ვინაიდან ჩვენი ეჭვით ამ ადამიანებს კავშირი უნდა ჰქონდეთ გამტაცებლებთან და ძირითად დანაშაულთან, რომელიც აფგან მუხთარლის მიმართ 29 მაისს განხორციელდა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics