11:12 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-24 03:50:21, 742 ნახვა

კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი მიღება დღეს პრეზიდენტის სასახლეში აღარ გაიმართება

ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი გადაწყვეტილებით,  კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი მიღება დღეს პრეზიდენტის სასახლეში აღარ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

"მინდა დღევანდელი დღე - კონსტიტუციის დღე მივულოცო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს.

22 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ დემოკრატიული, ადამიანების უფლებებზედაფუძნებული სახელმწიფო და ამ წლების განმავლობაში ჩვენ ვაშენებთ ამ სახელმწიფოს.

კონსტიტუციის დღის აღნიშვნა ერთგვარ ტრადიციად იქცა უკვე სამი წელია სხვადასხვა ფორმით აღინიშნება იგი.

მათ შორის დღეს გვინდოდა, რომ ეს აღნიშვნა ყოფილიყო უფრო მასშტაბური, მაგრამ ქვეყანაში შემქნილი მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყდა, მხოლოდ მინიმალური ღონისძიებებით შემოვიფარგლოთ.

დღეს, თბილისში, კონსტიტუციის ქუჩაზე ახალგაზრდების ინიციატივით დაგეგმილი ღონისძიება ძალაში რჩება, საღამოს 18:00საათიდან ჩატარდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, მათ შორის მუსიკალური ჯგუფების მონაწილეობით, იქნება გამოფენა დაწარმოდგენილი იქნება საქართველოს კონსტიტუციის ერთდგვარი ისტორიული კონტექსტი. ამ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, დღესვე დაგეგმილია სხვადასხვა სახის ღონისძიებები საქართველოს რეგიონებში: საფეხბურთო ტურნირი შიდა ქართლში, ძიუდოს ტურნირი პანკისის ხეობაში და ჭადრაკის ტურნირი თელავში.

"გვინდოდა კონსტიტუციის დღის  აღნიშვნა ძალიან ფართოდ, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგვიწია უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების ძალიან სერიოზული კორექტირება",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics