09:28 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მაგნუმის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით „რუსული დღიურის" თანამედროვე ვერსია ხორცილდება

ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება Magnum Photos 70 წლისაა. 70 წელი შესრულდა Magnum Photos დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპასა და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობიდან საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში - რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში.

BIAFF 2017 - ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა - დოკუმენტური და მხატვრული ფილმების სექცია

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2017 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის.  ბათუმის კინოფესტივალი  ტარდება  2017 წლის 17-24 სექტემბერს.  ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია -  ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია.

ბორჯომის ტყეში ამ დროისთვის ანთებული ცეცხლის კერა არ ფიქსირდება

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 1500-მდე ცოცხალი ძალაა ჩართული.

პრემიერი: რუსეთის მხრიდან საქართველოს დახმარების წინადადება მისასალმებელია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს რუსეთთან რთული ურთიერთობა აქვს, რუსეთის მხრიდან დახმარების წინადადება მისასალმებელია. თუმცა, ქართული მხარე ამ შეთავაზებას არ იღებს, ვინაიდან საჭიროებას ვერ ხედავს:

პრემიერი: ტყეში 3 კილომეტრამდე ახალი გზა გაიჭრა- ცეცხლის კერები შემოსაზღვრულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, წუხანდელი ღამის განმავლობაში 3 კილომეტრამდე ახალი გზა გაიჭრა, რის შედეგადაც მოხდა აქტიური ცეცხლის კერების  ჯანმრთელი ტყისგან გამიჯვნა:

დავით ქაცარავას განცხადებით, სტიქიის ზონაში ბოთლის ნამსხვრევები იპოვეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა

ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ბოთლის ნამსხვრევები იპოვეს, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა. ამის შესახებ ხეობაში მოხალისედ მყოფმა  მსახიობმა დავით ქაცარავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

გურიაში ავტოსაგზაო შემთხვევას ოჯახის 5 წევრი ემსხვერპლა

გურიაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სატვირთო  ავტომობილს მისაბმელი მოწყდა, რომელიც საავტომობილო გზაზე მოძრავ მსუბუქ მანქანას დაეცა. შედეგად, მსუბუქ ავტომობილში მსხდომი 5 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სინოპტიკოსები დღის მეორე ნახევარში ბორჯომში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ

სინოპტიკოსები ბორჯომში დღის მეორე ნახევარში ხანომკლე წვიმას ელჭექით ვარაუდობენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერი +30 გრადუსამდე გათბება.25 აგვისტოს კი, დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის, ტემპერატურა +28 გრადუსი იქნება.

ერთი დოლარი დღეს 2.3946 ლარი ღირს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. 

ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები განაახლეს

ვერტმფრენებმა ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან  განაახლეს. ცუდი ხილვადობის გამო, ისინი დაბინდებისას მუშაობას წყვეტენ და დილის 6:00 საათიდან ერთვებიან სამაშველო ოპერაციაში.

პრემიერ-მინისტრმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო შტაბის წევრებთან და მინისტრებთან ერთად, ბორჯომის ხეობაში არსებულ ვითარებაზე იმსჯელა. 

24 აგვისტოს ანონსი
წეროვანში და ანდაქის ხეობაში ხანძარი ლოკალიზებულია
ქვემო ქართლში მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ბრალდებით 5 პირია დაკავებული

გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში მამაკაცი აწამეს და გააუპატიურეს, - აღნიშნული ფაქტი "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ანდაქის ხეობაში ხანძარი გაჩნდა
წეროვანში ხანძარია

წეროვანში, ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics