09:28 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
თალაკვაძე: მეგობარი ქვეყნების სპეცტექნიკა დარჩება ხანძრის ლიკვიდირებამდე, მოლაპარაკებები აშშ-სთან და ისრაელთან მიმდინარეობს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მეგობარი ქვეყნების სპეცტექინკა სტიქიის ზონაში ხანძრის ლიკვიდირებამდე დარჩება.

ვაჟა კაკაბაძე: უნდა შეიქმნას ტყის აღდგენის ფონდი - ბოტანიკურ ბაღებს კი ნერგების გამოყვანა დაევალოს
პრემიერი: სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მიუხედავად არსებული კერებისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

როგორ ემუქრება ატენის სიონს მღვდლების წამოწყებული მიშენება განადგურებით
ზურაბ ალავიძე: არის რამდენიმე საშიში კერა, რომელსაც ვამუშავებთ - მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, სტიქიის ზონებში არსებული ვითარება ყოველდღე უმჯობესდება.

გიორგი მღებრიშვილი: გამოძიება დაწყებულია და ვმუშაობთ ყველა ვერსიაზე - ჩვენი საქმე ეჭვიანობაა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სტიქიის ზონაში ხანძრის გაჩენასთან დაკავშირებით, დივერსიას არ გამორიცხავს.

იზორია: ბორჯომის ხეობის რთული რელიეფის გამო, ცოცხალი ძალის გამოყენება მეტ რისკებთან არის დაკავშირებული

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რეგიონში მოსახლეობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მე-5 სამიტისთვის უკრაინა-საქართველო-მოლდოვას მოსამზადებელი კონსულტაციები გაიმართა
დუშეთის მუნიციპალიტეტში ნახანძრალ ტერიტორიაზე ცეცხლის მცირე კერები გაჩნდა

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თვალივში, ცეცხლის მცირე კერები მხოლოდ  ნახანძრალ ტერიტორიაზე გაჩნდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათივე ცნობით, ეს ტერიტორია 2 ჰექტარს შეადგენს და ამ ფართობზე ალაგ-ალაგ, ცეცხლის მცირე კერებია წარმოქმნილი, რომელსაც ადგილზე მობილიზებული 25 მეხანძრე-მაშველი აქრობს.

მღებრიშვილი: სადაც ბელარუსის ვერტმფრენმა იმუშავა, იქ წყლის ერთი მიწოდებაც საკმარისი იყო

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული ვერტმფრენები დილის 06:30 საათიდან უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ.

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო ცეცხლის რამდენიმე კერა კვლავ გააქტიურდა

ბორჯომის ხეობაში ამოვარდნილი ქარის გამო,  რამდენიმე ადგილას კვლავ გაჩნდა ცეცხლი. მინისტრებმა  ზურაბ ალავიძემ და  ლევან იზორიამ, გენერალური შტაბის უფროსთან - ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად, ვერტმფრენით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დააფიქსირეს კერების ზუსტი მდებარეობა და დასახეს სამოქმედო გეგმა. 

ადა მარშანია: ამ ხანძრის მეშვეობით ჩვენ იქნებ აუცილებელ სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებდით რუსეთთან

 „ხომ არის ასეთი რუსული გამოთქმა, ქართულიც არის-„ნეტ ხუდა ბეზ დაბრა“, ამ ხანძარის მეშვეობით ჩვენ იქნებ აუცილებელ  სამეზობლო კონტაქტებს დავამყარებდით რუსეთთან“,-ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ  ბოჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რუსული მხარის დახმარების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წალკის ბაზას მოსწავლეები ესტუმრნენ
სტრასბურგის მოსამართლეობის 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით, გასაუბრებები 26 აგვისტოს გაიმართება

26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები გაიმართება. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

ქართველი მეწარმეები პროგრამაში „Fit for Partnership with Germany“ მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით და GIZ-ის მხარდაჭერით გეგმავს მენეჯერთა გადამზადების პროგრამას.

„საქართველოს რკინიგზა“ თავის სანერგე მეურნეობაში არსებულ რესურსებს, ხანძრის შედეგად განადგურებულ 2 ჰექტარი ფართობი ტყის აღდგენას მოახმარს

საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები მესამე დღეა აქტიურ მონაწილეობას იღებენ ბორჯომისა და ატენის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics