თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, მოადგილე ირაკლი ლექვინაძესთან და სატრანსპორტო კომპანიის გენერალურ დირექტორ ნუგზარ ჭეიშვილთან ერთად, განახლებული მეტროსადგური „ახმეტელის თეატრი“ გახსნა.
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ამ დროისთვის ცეცხლის ცალკეული კერების ჩაქრობა მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში „112“-დან შევიდა შეტყობინება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფელ სვირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთის ფერდობზე, წიწვოვანი ტყის მასივში ხანძარი გაჩნდა.
სარეკონსტრუქციო სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 18:00 საათიდან, ვეკუას ქუჩიდან ორბელიანის მოედანზე ავტოტრანსპორტის შესვლა შეიზღუდება.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.
ინდოეთის შტატ ბიჰარში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 514-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ AP იუწყება.
ნიუ მექსიკოს ერთ-ერთ ბიბლიოთეკაში სროლა იყო, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
ქაბულში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 28 აგვისტოს სხალთის ხეობას ესტუმრა და მარიამობა რეგიონის მოსახლეობას ხიხანის ციხიდან მიულოცა. ზურაბ პატარაძემ ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხე დაათვალიერა და იქ მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს ადგილზე გაეცო.
ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება.
ჩრდილოეთ კორეამ მორიგი რაკეტა გამოსცადა, რომელიც იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოს გასცდა და ზღვაში ჩავარდა, - ამის შესახებ BBC იაპონიის მთავრობაზე დაყრდნობით იუწყება.
სინოპტიკოსების პროგნოზი დამაიმედებელია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ახალციხის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ტემპერატურა კი, +28 გრადუსი იქნება.
რიკოთის უღელტეხილზე, სოფელ ეწერთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
3 სექტემბრიდან 11 სექტემბრის ჩათვლით ახალციხეში, ორფოლოს პოლიგონსა და ლეიტენანტ შოთა ხურციძის სახელობის ჯავშანსატანკო ცენტრში მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „Agile Spirit 2017” ჩატარდება.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More