|
2017-08-29 01:28:43, 2358 ნახვა
პოლიტიკა
23 პოლიტიკური პარტია ცესკოს ელექტრონული რეგისტრაციის პროგრამაში ჩაერთო
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა საარჩევნო ადმინისტრაციის კიდევ ერთი ინოვაციური პროექტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ცესკოს თავმჯდომარემ იმ ახალი პროგრამის შესახებ ისაუბრა, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს ელექტრონული საშუალებებით წარმომადგენელთა დანიშვნის შესაძლებლობას აძლევს. პროგრამა არჩევნებში ჩართულ მხარეებს გაუმარტივებს რეგისტრაციის პროცესს, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციას საშუალებას მისცემს დროულად და ეფექტურად დაამუშაოს და გადაამოწმოს წარდგენილი დოკუმენტაცია. პროექტს ამ ეტაპზე 23 პოლიტიკური პარტია შეუერთდა. შეხვედრის მონაწილეებს პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, ასევე მათ შეკითხვებს უპასუხეს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა - ელისაბედ ველიძემ და საარჩევნო სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა. ინოვაციური პროგრამის მეშვეობით, პოლიტიკურ პარტიებს საშუალება ეძლევათ ყველა დონის საარჩევნო კომისიაში (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) წარმომადგენლების დანიშვნა ელექტრონულად, ონლაინ რეჟიმში მოახდინონ. მომხმარებლებისთვის გაიხსნება ელექტრონული სივრცე, სადაც ისინი შეძლებენ განახორციელონ შესაბამისი პროცედურები, მიიღონ ინფორმაცია სიახლეების შესახებ, ჩამოტვირთონ საჭირო დოკუმენტაცია და სამართლებრივი აქტები. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის პროგრამა საპილოტე რეჟიმში იმუშავებს, სამომავლოდ კი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ელექტრონული რეგისტრაცია საშუალებას მისცემს პარტიებს, საინიციატივო ჯგუფებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე მედიასაშუალებებს მათთვის საჭირო საჭირო რეგისტრაციის პროცედურები ონლაინ რეჟიმში გაიარონ. პროექტი ცესკოს ინიციატივით და ევროპის საბჭოს თანადაფინანსებით ხორციელდება.
(NS)
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)