2017-08-29 02:28:52, 742 ნახვა
ქაბულში აშშ-ის საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა
ქაბულში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ Reuters იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 3 კი, მძიმედ დაშავდა.
როგორც მედია წერს, აფეთქება ერთ-ერთი ბანკის შესასვლელში მოხდა.
სხვა დამატებითი ინფორმაცია მედიაში ამ დროისთვის არ ვრცელდება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.
ავტორი: ,