14:48 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-29 02:19:22, 709 ნახვა

აშშ-ში ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, „ჰარვი“ ტროპიკულ შტორმამდე შესუსტდა, თუმცა კვლავ საფრთხეს უქმნის რეგიონს.

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, 450 000 ადამიანი ხელისუფლების დახმარებას საჭიროებს, 30 000 ადამიანი კი თავშესაფარშია გადასაყვანი, 8 ათასი კი, უკვე თავშესაფარშია.

როგორც მედია წერს, დღეს ტეხასში, სტიქიის ზონაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ჩავლენ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ქალაქ ჰიუსტონში 760 მილიმეტრი ნალექი მოვიდა. ამასთან, ადგილზე 12 ათასი ადამიანია მობილიზებული და საგანგებო სამსახური 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ამ ეტაპისთვის ქარიშხალი ლუიზიანასკენ მიემართება, სადაც ადგილობრივმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics