|
2017-08-29 02:16:54, 757 ნახვა
გიორგი მღებრიშვილი: სვირში ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება
შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ სვირში ხანძრის ლოკალიზება უახლოეს პერიოდში მოხდება. როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ცეცხლის დასახლებულ პუნქტზე გავრცელების საშიშროება არ არსებობს: „ჩვენ ადგილზე მობილიზებული გვყავს სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის დანაყოფი, რომელსაც პირდაპირი კონტაქტი აქვს ვერტმფრენთან. რუკები დავამუშავეთ და კონკრეტული კოორდინატები ავიღეთ, რაც მივაწოდეთ ავიაციას და უკვე წერტილოვნად ხდება წყლის დასმა. სისტემა მთლიანად აწყობილია, სახანძრო მანქანები ტყეში არიან შიგნით ღრმად შესულები, გაშლილია შესაბამისად წყლის მილები და ხდება ხანძრის აქტიური ქრობა. წიწვოვან ნაწილს როცა ეხება საქმე, ყოველთვის პრობლემაა, მაგრამ ჩვენ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავს ვიზღვევთ ყველანაირად, მობილიზებული ვართ. ხანძრის მასშტაბები დიდი არ არის. ტერიტორია მიუვალია, მაგრამ არ არსებობს ისეთი ადგილი სადაც ადამიანი ვერ მიუდგება“,-აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა. მან მომხდარის შესაძლო მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა. სოფელ სვირში ტყის მასივს ცეცხლი გუშინ გაუჩნდა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)