14:48 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-29 02:52:57, 761 ნახვა

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო საქონლის გადაზიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, ავტობუსში მოწყობილი სამალავებით, საბაჟო კონტროლისგან მალულად,  საქართველოს ტერიტორიიდან დეკლარირებას დაქვემდებარებული 48 920 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადატანას ცდილობდნენ.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისა და მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, „DAF”- ის მარკის ავტობუსში მოწყობილი სამალავებით, საბაჟო - გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად,  საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით,  ცდილობდნენ გადაეტანათ დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით -  48 920 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია უაქციზო საქონელი, რომლის  საბაზრო ღირებულება ჯამში  171 220 ლარს შეადგენს.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 - ე მუხლის მე - 5 და მე - 200 მუხლის მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 8-დან 11 წლამდე“, - ნათქვამია განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics