12:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
დავით ნარმანიას შეფასებით, ზურაბ ნეფარიძის დაკავება პოლიტიკური მოტივით არ მომხდარა

თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია არ ფიქრობს, რომ დედაქალაქის საკრებულოს წევრის დაკავებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

ლევან იზორია: ჩვენი ვალია, ის სილამაზე, რაც ბორჯომის ხეობაში ისტორიულად იყო, აღვადგინოთ

თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი სამხედროები მოინახულა.

დავით ნარმანია და კახა კალაძე საზოგადოებას მარიამობის დღესასწაულს ულოცავენ

დედაქალაქის ყოფილი მერი დავით ნარმანია და მერობის კანდიდატი კახი კალაძე საზოგადოებას მარიამობის დღესასწაულს ულოცავენ.

მდინარე გუჯარულადან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს

ბორჯომის ხეობაში, მდინარე გუჯარულადან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ამოიყვანეს.

თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში მყოფ სამხედროებს მარიამობა მიულოცა

თავდაცვის მინისტრმა ბორჯომის ხეობაში სხვადასხვა ლოკაციაზე მყოფი სამხედროები მოინახულა. ლევან იზორიამ პატრულირებაში მყოფი სამხედროებისგან, ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და მათ მარიამ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული მიულოცა.

კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის კანდიდატი იქნება
მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი  „მი-8“ ტიპის  ვერტმფრენის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილიც.

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნტერესი ილია მეორე სასულიერო პირებთან  ერთად აღავლენს

შტაბის წევრებმა მომდევნო დღეებში ძალების გადანაწილების ახალი გეგმა შეიმუშავეს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, ბორჯომის ხეობაში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში, გვიან ღამით, თათბირი გამართა. თათბირს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები, თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროს, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შსს-ს ცნობით, საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის - „მი-8" - ს ავარიული დაშვების ადგილზე,საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის გავრცელება ნიადაგსა და გარემოში არ მომხდარა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია-ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა და ავიაცია

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ბორჯომის ხეობაში ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია და ცოცხალი ძალის მეშვეობით ნიადაგის პრევენციული დამუშავება მიმდინარეობს.

საყდრისის კომიტეტის წევრები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ

საყდრისის კომიტეტის წევრები დღეს საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

დღეს საქართველოს აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსული დამხმარე ძალა დატოვებს

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში თათბირი გამართა, რომელსაც შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. თათბირზე ბორჯომის ხეობაში არსებული ვითარება განიხილეს.

დღეს მარიამობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მარიმობას აღნიშნავს. მიძინება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, ან მარიამობა — ღვთისმშობლის მიცვალების დღესთან დაკავშირებული მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიების დღესასწაულია.

ზურაბ ნეფარიძეს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოს წევრ ზურაბ ნეფარიძეს და მასთან მომუშავე ანა  მენთეშაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

შსს-ს ქბრბ ჯგუფი ავზში დაბინძურებული წყლის უტილიზაციას აწარმოებს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენის - „მი-8" - ს ავარიული დაშვების ადგილზე, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილ ხელოვნურ წყალსაცავთან, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების 12-კაციანი ჯგუფი იმყოფება და საავიაციო საწვავისგან დაბინძურებული წყლის უტილიზაციას აწარმოებს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics