საგარეჯოს რაიონის სოფელ მანავში ხანძარია.
პეკინისა და ბახტრიონის კუთხეში მდებარე ბუკიას ბაღში, ელექტრომოწყობილობების დამტენის ფუნქციით აღჭურვილი ახალი სკამი დამონტაჟდა. მოქალაქეებს საკუთარი მობილური ტელეფონების და სხვადასხვა მოწყობილობების დამუხტვა უკვე ადგილზევე შეეძლებათ.
"ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან რუსეთის ფედერაციისთვის დახმარების თხოვნა დაუდევარი გადაწყვეტილებაა.
სოფელ შინდისში უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების საბრძოლო მომზადების კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების თაობაზე საქართველოს რუსეთისთვის არ უნდა მიემართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს შეშფოთებას კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებებისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების სისტემატურად დარღვევის გამო, - ამის შესახებ საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე ძლიერი ქვის ცვენის გამო, ყოველდღე საღამოს 19:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე იკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
„მრავალეროვანი საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორის ირმა ბასილაშვილის განცხადებით, მათ მთავარ მიზანს, რომლის ფარგლებშიც საარჩევნო სუბიექტებს თანაბარი პირობები უნდა შექმნათ, ცესკო, სავარაუდოდ, გაითვალისწინებს.
ამერიკელი სომელიეებისა და იმპორტიორების ჯგუფი საქართველოს ხუთდღიანი ვიზიტით ეწვია, რომლის ფარგლებშიც სტუმრები ქართული ღვინის მწარმოებელ 18 კომპანიას მოინახულებენ და ადგილზე დააგემოვნებენ ქართულ ღვინოებს, გაეცნობიან ქართული ღვინის ისტორიასა და კულტურას, ქართულ სამზარეულოს.
კახეთის რეგიონში, თელავისა და ყვარელის მუნიციპალიტეტებში მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ყურძნის გადამამუშავებელი 3 საწარმო შენდება.
აბასთუმნის ტყეში ხანძარია.
საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ხანძრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით რუსეთისათვის დახმარების თხოვნას ეხმაურება.
„ჩვენი სახლი - საქართველო“ და „სოციალური ქოლგა“ ახალი პროექტის პირველ ეტაპს 6 მუნიციპალიტეტში განახორციელებენ
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის პარლამენტში დაბარების საჭიროებას ვერ ხედავს.
„თუ საქმეს დასჭირდებოდა, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონოდა რეზერვში რეზერვში რუსეთისგან დახმარების მიღების საშუალება ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან საბრძოლველად, რუსეთისგან შემოთავაზებული დახმარების საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში კიდევ ერთი ფილიალი გახსნა „ბაბექის“ ქუჩაზე. აღნიშნული ფილიალი წარმოდგენილია პროდუქციის სრული ასორტიმენტით და სერვისით, რომელიც ძირითადად მოემსახურება საცალო მომხმარებელს.
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More