07:25 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა მეწყერის გამო დაიტბორა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ტყის ხანძრების დროს ჯანმრთელობის დაცვის მიზნით რეკომენდაციებს ავრცელებს
აშშ მზადაა, ხანძართან ბრძოლაში საქართველოს დაეხმაროს

ამერიკის შეერთებული შტატები მზადყოფნას გამოთქვამს, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთოს. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.

სოფელ დაბაში ხანძარი დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდა - ადგილზე სახანძრო ბრიგადებია მობილიზებული

უშუალოდ სოფელ დაბაში 5 სახანძრო ბრიგადაა მობილიზებული, ვინაიდან ცეცხლი დასახლებულ პუნქტს ძალიან მიუახლოვდა. 

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა. 

მოსახლეობის თქმით, სოფელ დაბაში ხანძარი ხეხილის ბაღებს მოედო

სოფელ დაბას მოსახლეობის თქმით, ცეცხლი უკვე ხეხილის ბაღებსაც მოედო და მათ საოცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოსაა. 

დავით სერგეენკო ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს რეკომენდაციით მიმართავს.

დევნილთათვის განკუთვნილ კორპუსში მოქალაქეების შეჭრასთან დაკავშირებით, ლტოლვილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

დღეს, ვაზიანში,  დევნილთათვის განკუთვნილ რეაბილიტირებულ კორპუსში მოქალაქეების ჯგუფი უკანონოდ შეიჭრა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. 

პრინტ ფესტივალი LIFE – N – STYLE გაიხსნა

"თიბისი ბანკის" მხარდაჭერით, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი LIFE – N – STYLE  საქართველოში უკვე მეორედ იმართება.
 

ჩუგოშვილი: არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ, თუმცა დღეს მთავარი ის სტიქიაა, რომელთან ბრძოლაც ბორჯომში გვიწევს

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველი გუნდისთვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი სრულიად მისაღებია, თუმცა დღეს მთავარი ის მძიმე სტიქიაა, რომელთან ბრძოლაც შესაბამის სამსახურებს ბორჯომში უწევთ.  

ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გაფორმდა

საგანმანათლებლო და სახელმწიფო სექტორს შორის ურთიერთთანმშრომლობის განვითარების მიზნით, სსიპ ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა’’ და შპს ,,ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტს’’ შორის მემორანდუმი გაფორმდა. 

ბათუმში ტურისტულ ადგილებთან ოთხენოვანი ინფოდაფები განთავსდა

ბათუმში ძირითად ტურისტულ ობიექტებთან ოთხენოვანი საინფორმაციო დაფები განთავსდა. 

პრემიერი: რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დასახმარებლად, თუმცა საჭირო არ არის

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებისთვის.

ბორჯომში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობას სომხეთიც მიიღებს
სტოლტენბერგი: ნატო ავღანეთის ერთგულია - 15 ქვეყანა მზადაა საკუთარი კონტრიბუცია გაზარდოს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ტრამპის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ამერიკა ავღანეთის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ითვალისწინებს, მიესალმა, - ამის შესახებ ალიანსის გენერალური მდივანნის განცხადებაშია ნათქვამი.  

საგანგებო შტაბი ბორჯომში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics