08:30 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 07:31:32, 755 ნახვა

დევნილთათვის განკუთვნილ კორპუსში მოქალაქეების შეჭრასთან დაკავშირებით, ლტოლვილთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

დღეს, ვაზიანში,  დევნილთათვის განკუთვნილ რეაბილიტირებულ კორპუსში მოქალაქეების ჯგუფი უკანონოდ შეიჭრა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. 

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაზიანში არსებულ შენობას უწყებამ, რეაბილიტაცია ჩაუტარა და წლის ბოლოს ამ კორპუსში 40 დევნილი ოჯახი ბინას მიიღებს. 

ამასთან, უწყება მიმართავს მოქალაქეებს, რომ კორპუსი აშენებულია კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის და აღნიშნული ბინები, კრიტერიუმების შესაბამისად, ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრებ  დევნილ ოჯახებს უნდა გადაეცეთ

"სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის საფუძველზე, კორპუსს გარკვეული ხარვეზები აღენიშნებოდა, რომელთა აღმოფხვრის მიზნით,  ტენდერში გამარჯვებული კომპანია  შპს „დომინანტ კონსტრაქშენი“ დამატებით სამუშაოებს აწარმოებს.  ამ ეტაპზე,  მიმდინარეობს  საძირკვლის გამაგრება, შიდა რემონტი და ეზოს კეთილმოწყობა.  

სამუშაოები 2017 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს, თუმცა მოქალაქეების მიერ შენობის  უკანონოდ დაკავება ამ პროცესს აფერხებს. დევნილთა და განსახლების სამინისტრო მიმართავს ამ მოქალაქეებს, ნებაყოფლობით დატოვონ უკანონოდ დაკავებული ბინები, რადგან კორპუსი აშენებულია დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც საცხოვრებელი ფართის მიღებას წლების განმავლობაში ელოდებიან.   
ეს არ არის შეჭრის პირველი შემთხვევა, რადგან თაღლითურ ჯგუფებს შეცდომაში შეჰყავთ სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები და უკანონოდ დაკავებული საცხოვრებელი ფართების დაკანონებაში დახმარებას ჰპირდებიან. 

სწორედ ამიტომ, სამინისტრო კიდევ ერთხელ მიმართავს მოქალაქეებს,  რომ კორპუსი აშენებულია კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისთვის და აღნიშნული ბინები, კრიტერიუმების შესაბამისად, ყველაზე მძიმე პირობებში მცხოვრებ  დევნილ ოჯახებს უნდა გადაეცეთ. სამინისტრო მოუწოდებს უკანონოდ შეჭრილ მოქალაქეებს, არ დაუჯერონ თაღლითურ შეთავაზებებს და დაუყონებლივ დატოვონ შენობა", - აღნიშნულია განცხადებაში. 

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics