|
2017-08-22 06:14:54, 548 ნახვა
პრემიერი: რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა დასახმარებლად, თუმცა საჭირო არ არის
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარებისთვის. ამასთან, კვირიკაშვილმა დასძინა, რომ არსებულ ვითარებაში ეს საჭირო არ არის. „რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა დავიცვათ ამ სტიქიისგან, რა თქმა უნდა ჩვენ უნდა განვიხილოთ, ყველა ვერსია და ყველა ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ ამ პირობებში არ გახდა საჭირო ეს დახმარება. ჩვენ ამ ძალებით ამას ყველაფერს აუვალთ. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მოსახლეობა მინდა დავამშვიდო, რომ ის იქნება დაცული ცეცხლისგან და ჩვენ აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ბორჯომის ხეობაში, წაღვერის ტყეში ხანძარი 20 აგვისტოს შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შუადღისთვის, მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს. რა დროსაც, სავარაუდოდ, დამწვარი იყო 5 ჰა. თუმცა 21-ში საღამოს ძლიერი ქარის გამო გაჩნდა ცეცხლის ახალი კერები. საგანგებო შტაბის ინფორმაციით, დამწვარია ათეულობით ჰექტარი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)