08:29 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 06:30:31, 794 ნახვა

ბათუმში ტურისტულ ადგილებთან ოთხენოვანი ინფოდაფები განთავსდა

ბათუმში ძირითად ტურისტულ ობიექტებთან ოთხენოვანი საინფორმაციო დაფები განთავსდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ დაფები 10 მნიშვნელოვან ტურისტულ და ისტორიულ-კულტურულ ადგილთან დადგა. მათ შორისაა ბათუმის შუქურა, ბულვარის კოლონადები, ნობელების მუზეუმი, სინაგოგა და წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია. ასევე, ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, მიხეილ დალფონსის ძეგლი და ბათუმის მერიის შენობა.  

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებმა ჩვენი ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული ადგილების შესახებ სწორი და საინტერესო ინფორმაცია მიიღონ.  თითოეულ ობიექტთან ოთხენაზეა განთავსებული ინფორმაცია ადგილისა თუ ძეგლის ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის შესახებ, რაც თავიდან აგვარიდებს ჩვენი ქალაქის ტურისტული ადგილების შესახებ არასწორი ინფორმაციის გავრცელებას. ჯამში, ორი წლის განმავლობაში ბათუმში 25 საინფორმაციო დაფა და 20 ფოტოსტენდი განვათავსეთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაპირებთ სრულად მოვიცვათ ყველა ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობა და ვგეგმავთ ეტაპოპრივად მოვახდინოთ საინფორმაციო დაფებით მათი უზრუნველყოფა“ , - განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics