08:29 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-22 09:11:20, 860 ნახვა

ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზა მეწყერის გამო დაიტბორა - საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი-აბანო-ომალოს საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე, ბოლო დღეებში გააქტიურდა მეწყერული მონაკვეთი, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, გზის მიმდებარედ გამოფიტული და ეროზირებული მეწყრული ფერდობიდან, გზის სავალ ნაწილზე სისტემატიურად ჩამოდის მიწა-კლდოვანი ჩამონაშალი, რომლის ნაწილიც ჩადის მდინარის კალაპოტში, არსებულმა მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია მდინარის ნაწილობრივ შეგუბება და წყლის დონის მატების შედეგად დაიტბორა გზის ორი მონაკვეთი.

"ადგილზე იმყოფებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები და დაწყებულია დამატებითი მანქანა–მექანიზმების მობილიზება რათა უმოკლეს ვადებში მოხდეს გზის გაწმენდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გთხოვთ აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებისას გამოიჩინოთ ყურადღება და სიფრთხილე და არ გააჩეროთ ავტომანქანები ქვის ცვენის ადგილებში", - ნათქვამია განცხადებაში. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics