საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის ალექსანდრე ონოფრიშვილის განცხადებით, დღეიდან ჩვეულ რეჟიმში განაახლებს მუშაობას დიდველის საბაგირო.მისივე განმარტებით, ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის შედეგად გამოწვეული დაკვამლიანება არ აღინიშნება, შესაბამისად ბაკურიანში ტურისტული სეზონი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.