|
2017-08-22 08:18:36, 762 ნახვა
მოსახლეობის თქმით, სოფელ დაბაში ხანძარი ხეხილის ბაღებს მოედო
სოფელ დაბას მოსახლეობის თქმით, ცეცხლი უკვე ხეხილის ბაღებსაც მოედო და მათ საოცხოვრებელ სახლებთან ძალიან ახლოსაა. ამიტომ, მოსახლეობა უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. კერძოდ, მათი განცხადებით, საცხოვრებელ სახლებთან სახანძრო ბრიგადების მობილიზება უნდა მოხდეს, რათა ცეცხლის ამ ტერიტრიაზე გავრცელების შემთხვევაში, სოფელი გადაარჩინონ. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე და მთის ფერდობებზე გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მუშაობს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 400-მდე მეხანძრე-მაშველი და რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა. ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ასევე, მონაწილეობს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 550 თანამშრომელი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 2 და აზერბაიჯანის 1 ვერტმფრენი. ასევე თურქეთიდან მომავალი 2 ვერტმფრენი უკვე ბათუმშია და ისინიც ჩაერთვებიან სახანძრო ოპერაციაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)