09:25 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 02:05:05, 514 ნახვა

სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის საქმეებზე არაეფექტური რეაგირების გამო, შსს-ს რეკომენდაციით მიმართა

მიმდინარე  წლის 16 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა ოჯახში ძალადობის ორ საქმეზე არაეფექტური რეაგირების გამო, რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. 

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ერთ-ერთი საქმე შეეხება ს.ს.-ს მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან განხორციელებულ ძალადობას.

"განმცხადებელი უთითებდა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური ძალადობისა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტების შესახებ, რასთან დაკავშირებითაც პოლიცია ინფორმირებული იყო. საქმის შესწავლისას გამოვლინდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ფაქტები მხოლოდ ზედაპირულად შეისწავლა; ასევე, სრულიად უგულებელყო სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილებები შემაკავებელი და დამცავი ორდერების თაობაზე და არ ახორციელებდა მათ შემდგომ მონიტორინგს. მონიტორინგის განუხორციელებლობის გამო, შემაკავებელი და დამცავი ორდერის გამოწერამ აზრი დაკარგა და ძალადობა არ იქნა აღმოფხვრილი",-ნათქვამია განცხადებაში.

მეორე საქმე შეეხება გ.ი.-ს მხრიდან სისტემატიურ ოჯახში ძალადობას.

"მოცემულ საქმეში პოლიციის წარმომადგენელებს გაუჭირდათ ეკონომიკური ძალადობის და მუქარის იდენტიფიცირება. საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პოლიციის მიერ დაცვის მხოლოდ ადმინისტრაციული მექანიზმები იქნა გამოყენებული, რაც ოჯახის წევრთა უსაფრთხოების დაცვას ვერ უზრუნველყოფდა მექანიზმების არათანმიმდევრული ხასიათის გამო.

რეკომენდაციით საქართველოს სახალხო დამცველმა მოითხოვა საქმეების საფუძვლიანად შესწავლა და ქმედითი ღონისძიებების გატარება ოჯახის წევრთა დასაცავად. ასევე, სამინისტროს ეთხოვა, საქართველოს სახალხო დამცველს დროულად და სრულყოფილად მიეწოდოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე გამოთხოვილ ინფორმაციებზე პასუხი, რადგან ხშირად არასრულად და დაგვიანებით მოწოდებული ინფორმაცია ხელისშემშლელია ძალადობის შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების განსახორციელებლად",-აღნიშნავენ სახალხო დამცველის აპარატში.

საქართველოს სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დროულად განახორციელებს რეაგირებას.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics