09:24 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 03:00:43, 614 ნახვა

აჭარა-გურიის ცენტრალურ მაგისტრალე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები მინისტრმა მოინახულა

დღეს დილით, აჭარა-გურიის ცენტრალურ მაგისტრალე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 მგზავრი დაშავდა. დაშავებულები ქობულეთის რეგიონულ საავადმყოფოსა და ქობულეთის სამედიცინო ცენტრში არიან მოთავსებული. ადგილზე იმყოფება აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე. 

„პაციენტები ქობულეთის ორ სამედიცინო დაწესებულებაშია გადანაწილებული, დაშავებულთაგან ოთხი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, რამდენიმეს კი სხვადსხვა სახის მოტეხილობა აღენიშნება. პაციენტებს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება დროულად უტარდებათ. უნდა აღინიშნოს, რომ შემთხვევიდან რამდენიმე წუთში, კლინიკებში მობილიზებული იყო ყველა სამედიცინო პერსონალი“, - აღნიშნა ზაალ მიქელაძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით 05:50 საათზე მოხდა. ერთმანეთს საპირისპირო მოძრაობის ორი სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics