09:25 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 02:23:28, 597 ნახვა

კომისია თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგს 1 სექტემბერს დაიწყებს

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნოპერიოდის მედიამონიტორინგს 2017 წლის პირველი სექტემბრიდან იწყებს. აღნიშნულ პერიოდში კომისიის მონიტორინგის ჯგუფი ორმოცდაათი დღის განმავლობაში, 24 საათიან რეჟიმში,  49 ტელეკომპანიას დააკვირდება.ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნულიკომისია ავრცელებს.

საქართველო ორგანული კანონით „საარჩევნო კოდექსით", „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოსკომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიისმონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით" მაუწყებლებისთვის შემდეგი მოთხოვნებია წაყენებული:

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" 50-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად,საზოგადოებრივი მაუწყებელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, ასევე სამაუწყებლო ლიცენზიისმფლობელები და მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირები, კენჭისყრამდე არა უგვიანეს 50-ე დღიდან კენჭისყრის დღემდე,წინასაარჩევნო აგიტაციისა და პოლიტიკური რეკლამისათვის საეთერო დროის გამოყოფის დროს ვალდებულნი არიან „საარჩევნოპროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესით" დადგენილი ფორმის შესაბამისად (დანართი N1), საჯაროდგამოაცხადონ და კომისიას ყოველკვირეულად გადასცენ შემდეგი სახის ინფორმაცია:

 რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო;

 ერთი დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი;

 საეთერო დროის ტარიფი;

 გაწეული მომსახურება;

"გასათვალისწინებელია, რომ ტელე ან რადიოკომპანიის მიერ 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი ფასიანი დრო არ უნდააღემატებოდეს მისი დღიური მაუწყებლობის საერთო მოცულობის 15 პროცენტს და არც ერთ საარჩევნო სუბიექტს არ უნდა დაეთმოსამ დროის ერთ მესამედზე მეტი. ფასიანი დროის ტარიფი ყველა საარჩევნო სუბიექტისათვის (როგორც კვალიფიციური, ისეარაკვალიფიციური სუბიექტებისათვის) ერთნაირი უნდა იყოს. პოლიტიკური რეკლამის გამოქვეყნებისას კადრის კუთხეში უნდა იყოსწარწერა „ფასიანი პოლიტიკური რეკლამა" ან „უფასო პოლიტიკური რეკლამა". რადიმაუწყებლობის შემთხვევაში უნდა იყოს ხმოვანიმითითება „ფასიანი პოლიტიკური რეკლამის" ან „უფასო პოლიტიკური რეკლამის" შესახებ. გარდა ამისა, მაუწყებლის ეთერშიგაშვებული ნებისმიერი წინასაარჩევნო სარეკლამო რგოლზე განთავსებული უნდა იყოს სურდოთარგმანი (შშმპ). აღნიშნულისუზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი თავად  საარჩევნო სუბიექტია.

ასევე, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9დადგენილებით დამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის" შესაბამისად, უფასოსარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება, კენჭისყრის დღიდან 50 დღით ადრე, ვრცელდება საზოგადოებრივ მაუწყებელზე,საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიაზე და რადიოზე, ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ეროვნულმაუწყებელზე და ავტორიზებულ მაუწყებელზე. ასევე, უფასოდ სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება უჩნდებათ იმადგილობრივ საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს, მაუწყებლობაზე ავტორიზებულ პირებს  დასპეციალიზებული ლიცენზიის მფლობელ კომპანიებს, რომლებიც თავის სამაუწყებლო ბადეში განათავსებენ წინასაარჩევნო  (პოლიტიკურ) ფასიან რეკლამას. ეს ვალდებულება ზემოთ ხსენებულ მაუწყებლებზე კენჭისყრის დღიდან 30 დღით ადრე ჩნდება დაერთი საარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო არ უნდა აღემატებოდეს სამ საათში ერთხელ 90 წამს.

კენჭისყრის დღიდან 55 დღით ადრე ყველა ადგილობრივი (რეგიონული) მაუწყებელი, ასევე მაუწყებლობაზე ავტორიზებული პირი,რომელიც გეგმავს საკუთარ სამაუწყებლო ბადეში განათავსოს წინასაარჩევნო (პოლიტიკური) ფასიანი რეკლამა, ვალდებულიასაარჩევნო სუბიექტებისთვის ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეთავაზებული გრაფიკისა და სარეკლამო დროის ფასისშესახებ ინფორმაცია წარმოუდგინოს კომისიას და ცესკოს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ვალდებულნი არიან კვალიფიციურისაარჩევნო სუბიექტების გარდა,  ყველა სხვა პარტიის და საარჩევნო ბლოკის წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების მიზნით გამოყონდრო, რომელიც თანაბრად უნდა გადანაწილდეს ამ სუბიექტებს შორის.

საზოგადოებრივ მაუწყებელი ვალდებულია საარჩევნო კამპანიის გაშუქების დროს  ეთერში გაშვებული არჩევნებთან დაკავშირებულიგადაცემები  უზრუნველყოს სურდოთარგმანით (შშმპ).

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის" და კომისიის 2012 წლის 15 აგვისტოს N9 დადგენილებითდამტკიცებული „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის" შესაბამისად,

-  წინასაარჩევნო პერიოდში საერთო მაუწყებელი ვალდებულია გადასცეს წინასაარჩევნო დებატები მისი მომსახურების ზონაშიმიმდინარე საარჩევნო კამპანიის დროს და არადისკრიმინაციულად უზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტისთანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში.

-  წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებელი და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოვალდებულია საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას საუკეთესო დროს გადასცეს წინასაარჩევნო დებატები და არადისკრიმინაციულადუზრუნველყოს ყველა კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის თანაბარი მონაწილეობა წინასაარჩევნო დებატებში;

-   წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას არჩევნების გაშუქების დროს საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამებისა და ახალიამბების გადაცემისას მაუწყებელმა უნდა დაიცვას მიუკერძოებლობისა და სამართლიანობის პრინციპი საქართველოს კომუნიკაციებისეროვნული კომისიის 2009 წლის 12 მარტის №2 დადგენილებით დამტკიცებული „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის" შესაბამისად.

გარდა ამისა, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 49–ე მუხლის შესაბამისად, მაუწყებელი ვალდებულია შექმნას არქივიდა არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები. წინასაარჩევნო პერიოდში მაუწყებლის მიერ სამაუწყებლო ბადეშიგანთავსებული ყველა პროგრამის ჩაწერა  უნდა განხორციელდეს უწყვეტ რეჟიმში. შემდგომ, დაარქივებული მასალა ყოველი კვირისპარასკევ დღეს უნდა იყოს წარმოდგენილი კომისიაში",-განმარტავენ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით: post@gncc.ge  ან შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: +995 32 2 38 40 61

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics