09:25 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 01:19:12, 602 ნახვა

გლდანში დაზიანებულ მილზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია

გლდანის VII მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩა N92-ის მიმდებარედ, დაზიანებულ წყლის მილზე აღდგენითი სამუშაოები დასრულებულია.

ადგილზე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი, გლდანის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" და ,,ყაზტრანსგაზის-თბილისის" მენეჯმენტი.

როგორც გიგა ნიკოლეიშვილმა განაცხადა, მილის დაზიანების გამო რამდენიმე სარდაფი დაიტბორა, თუმცა კომპანია ,,ყაზტრანსგაზ-თბილისმა" ოჯახებს ზარალი სრულად აუნაზღაურა.

,,აღდგენითი სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის თანამშრომლებმა უწყვეტ რეჟიმში იმუშავეს. მილის დაზიანების შედეგად რამდენიმე სარდაფი დაიტბორა, თუმცა დაზარალებულ ოჯახებს ყაზტრანსგაზმა ზარალი სრულად აუნაზღაურა", - განაცხადა გიგა ნიკოლეიშვილმა.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" მაგისტრალური ქსელის დაზიანება გუშინ საღამოს ,,ყაზტრანსგაზ-თბილისის" ტექნიკური სამუშაოების წარმოებისას მოხდა.

"ყაზტრანსგაზის სამუშაოების დროს მილი მექანიკურად დაზიანდა. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ბრიგადები ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოები პრაქტიკულად დასრულებულია და მოსახლეობას წყალმომარაგება აღუდგება", -განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ოპერაციულმა დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics