10:20 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 10:11:55, 614 ნახვა

„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მე-5 სამიტისთვის უკრაინა-საქართველო-მოლდოვას მოსამზადებელი კონსულტაციები გაიმართა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე უკრაინაში გამართულ ვიზიტს დადებითად აფასებს.

როგორც მან აღნიშნა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოახლოებასთან ერთად, ერთსულოვანი, კოორდინირებული, თანმიმდევრული მოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი

„სწორედ ახლა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოახლოებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ასოცირებულმა ქვეყნებმა ინტენსიური, ერთიანი, ძლიერი პოზიცია დაიცვან იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე, ინსტრუმენტი, დახმარება, პოლიტიკური თანადგომა მივიღოთ ევროკავშირისგან და ამასთან დაკავშირებით ამგვარი ერთსულოვანი, კოორდინირებული, თანმიმდევრული მოქმედება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო რაღაც ერთგვარი პირველი ნაბიჯი. ჩვენ რა თქმა უნდა განვაგრძობთ კონსულტაციებს, შევიმუშავებთ ერთიან პოზიციებს, კიდევ არის რიგი შეხვედრები, მათ შორის, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ვფიქრობ, კარგი სტარტია, შინაარსიანი შეხვედრა გამოვიდა“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. 

კონსულტაციებში ქართული მხარიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საგარო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, უკრაინის მხარიდან საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, ხოლო მოლდოვას მხარიდან -საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრის მოადგილე დანიელა მორარი მონაწილეობდნენ.

შეხვედრის მიზანი 2017 წლის ბრიუსელის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის პოზიციების შეჯერება და ერთობლივი დოკუმენტის შემუშავება იყო. კონსულტაციაზე ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ, ტექნიკურ და უსაფრთხოების საკითხებზე. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics