10:19 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-23 11:20:25, 597 ნახვა

ზურაბ ალავიძე: არის რამდენიმე საშიში კერა, რომელსაც ვამუშავებთ - მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, სტიქიის ზონებში არსებული ვითარება ყოველდღე უმჯობესდება.

როგორც ალავიძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, შექმნილი ვითარების მიუხედავად მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო შტაბი მუშაობას ხვალ დილით განაახლებს და ახალ გეგმას ჩამოაყალიბებს.

"მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული ვიყავით და დაგეგმილი სტრატეგიის მიხედვით ვმოქმედებდით. მუშაობდა ავიაცია. დღეს მდგომაროება გვაქვს უკეთესი ვიდრე იყო გუშინ, თუმცა პრობლემები ისევ არსებობს და მთლიანად არ მოგვარებულა. არის რამდენიმე საშიში კერა, რომელსაც ვამუშავებთ და სადაც დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა მუშაობს. მთელი ღამის განმავლობაში აღნიშნულ კერებთან საბრძოლველად გაგრძელდება მუშაობა. ცეცხლის გზაზე გადმოსვლის და მოსახლეობისთვის საფრთხის წარმოქმნის საშიშროება არ არსებობს. შემიძლია დაზუსტებით ვთქვა, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. დილით ისევ შევიკრიბებით და გეგმებს ჩამოვაყალიბებთ სიტუაციიდან გამომდინარე", - განაცხადა ალავიძემ.

მისივე თქმით, ხანძრის ლიკვიდირებამდე მეზობელი ქვეყნების ვერტმფრენები გააგრძელებენ მუშაობას. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics