|
2017-08-25 08:26:22, 825 ნახვა
ზურაბ ალავიძე: ბორჯომის ხეობაში მდგომარეობა ყოველი საათის მიხედვით უმჯობესდება
რეგიონული გავითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ხანძრის უმეტესი კერები ლოკალიზებულია. როგორც მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა, მდგომარეობა ყოველი საათის მიხედვით უმჯობესდება. "ცოცხალი ძალა მუშაობს და უკვე ლიკვიდაცია დავიწყეთ ამ ხანძრის კერების. დიდი იმედი გვაქვს, რომ მალე მოვახდენთ ხანძრის მთლიანად ლოკალიზაციას, ყველა კერაზე. თუმცა სალიკვიდაციო სამუშაოებს ალბად დრო დასჭირდება. ახლაც ქარია და წინა დღეების განმავლობაშიც ის დიდ პრობლემას გვიქმნიდა. ვაკვირდებით და საღამოს შევაფასებთ სიტუაციას. რაც შეეხება ავიაციას - ავიაციაც, მძიმე ტექნიკაც და ცოცხალი ძალაც კარგად, ერთ ტანდემში მუშოაბს", - განაცხადა ალავიძემ. მისივე თქმით, ხვალ საღამოს გაირკვევა დამწვარი მიწის რამდენ ჰექტარზეა საუბარი. "ხვალ საღამოსთვის გვეცოდინება რამდენი ჰექტარის მიწა დაიწვა. სპეციალისტები იმყოფებოდნენ ადგილზე, შესაბამისი გათვლები გააკეთეს და გვეტყვიან რამხელა ტერიტორია არის დამწვარი", - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენ ხანში მოხდება ხანძრის სრული ლიკვიდირება. "ვერ გეტყვით სრული ლიკვიდაცია როდის იქნება. რთულია ამის თქმა, რადგან დიდი მიწაა, მაგრამ შეიძლება 1 ან 2 კვირა დასჭირდეს", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)