|
2017-08-25 05:15:02, 743 ნახვა
კარლო ნატალე: ევროკავშირი ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად საქართველოს სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს
საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის კარლო ნატალეს განცხადებით, ევროკავშირი ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად საქართველოს სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს. როგორც ნატალემ სტიქიის ზონაში, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროკავშირი მზად არის საქართველოში ექსპერტებიც ჩამოიყვანოს. "ევროკავშირმა გაააქტიურა ე.წ. კოპერნიკუსის პროგრამით სატელიტური გადარებები, რომლის მეშვეობითაც ხდება ხანძრის სრული არეალის გადაღება. მიღებული რუკებით მოხდება ხანძარზე დაკვირვება და გეგმის შემუშავება, რათა სრულად მოხდეს ხანძრის ლოკალიზება. ეს რუკები საქართველოსთვის იქნება ხელმისაწვდომი უკვე დღის განმავლობაში. ევროკავშირი მზადაა მობილიზება მოახდინოს ექსპერტების და დაეხმაროს საქართველოს ამ უდიდესი რესურსის შენარჩუნებაში და შემდგომ რეაბილიტაციაში", - აღნიშნა ელჩის მოვალეობის შემსრულებემა. შეგახსენებთ, რომ საქართველოში სტიქიას თითქმის ერთი კვირის განმავლობაში ებრძვიან. ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 12 ჰექტარი მიწის ფართობია დამწვარი. ადგილზე მეხანძრე-მაშველები და ჯარისკაცები არიან მობილიზებული. ასევე, შეიქმნა საგანგებო შტაბი, რომელსაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს. საქართველოს სტიქიასთან ბრძოლაში მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი და ბელარუსი ეხმარებიან. დახმარების სურვილი რუსეთმაც გამოთქვა, თუმცა ქართულმა მხარემ აღნიშნულს უარით უპასუხა.
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)