|
2017-08-25 07:23:43, 689 ნახვა
თავდაცვის სამინისტროში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გაიმართა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს კესტუტის იანკაუსკასს უმასპინძლა. კესტუტის იანკაუსკასმა საქართველოში მისია დაასრულა. ლელა ჩიქოვანმა მას საქართველოში EUMM-ის მისიის ხელმძღვანელის რანგში შესრულებული სამუშაოსათვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემურ საკითხებსა და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გამოკვეთილი პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებზე. მათ, ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა მიმოიხილეს და თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. (NS)
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)