12:09 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-25 05:57:19, 714 ნახვა

ცესკომ 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილებით დაამტკიცა 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქციები, რომლებშიც აღწერილი მნიშვნელოვანი საარჩევნო პროცედურებია აღწერილი. 

შესაბამისად, ეს მასალები ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია 73 საარჩევნო ოლქში დროებითი წევრების არჩევის შესახებ. 

„ცესკომ 73-ვე საარჩევნო ოლქში აირჩია საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი, მეექვსე წევრები. საერთო ჯამში, 73 ვაკანტურ ადგილზე სულ 134 განაცხადი იყო შემოსული და კონკურსში მონაწილეობას 134 კანდიდატი იღებდა. საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების დამკვირვებლებს, რომლებიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომპიუტერების საშუალებით კომისიის სხდომაზე, უშუალოდ,  ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდნენ წევრების არჩევის მიმდინარეობას. სტატისტიკურად დამუშავებული ინფორმაცია არჩეული წევრებისა და მათი გამოცდილების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება ცესკოს ვებგვერდზე.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ცესკომ უმოკლეს ვადებში რეგისტრაციაში გაატარა  5 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რათა მათ პროცესზე თავისუფლად დაკვირვების შესაძლებლობა ჰქონოდათ,“-აღნიშნა ანა მიქელაძემ.  

მან არჩევნებში მონაწილეობის მსურველ პარტიებს, საარჩევნო ბლოკებსა და საინიციატივო ჯგუფებს შეახსენა, რომ დღეს საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციისადმი მომართვის ბოლო ვადაა.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში მონაწილეობის მიღების სურვილის შემთხვევაში მიმართავს მათ, დროულად განახორციელონ კანონით გათვალისწინებული პროცედურები,“ - განაცხადა პრეს-სპიკერმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics