|
2017-08-25 08:04:11, 804 ნახვა
„პოლიციელები გვეუბნებოდნენ, თქვენნაირი ბინძურები როგორ უნდა დავიცვათო“ - ბათუმში ლგბტ თემის წარმომადგენლები დააკავეს
"თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორის ლევან ბერიანიძის ინფორმაციით, სამართალდამცავები მისი და მისი მეგობრების მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ამასთან, ბერიანიძის თქმით, პოლიცია მათ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ჰომოფობიური სიტყვებით მოიხსენიებდა. "პიდარასტებო, ჩვენი პატრიარქის ქვეყანაში როგორ ხართ, თქვენაირი ბინძურები როგორ უნდა დავიცვათ", - ციტირებს ლევან ბერიანიძე პოლიციელების სიტყვებს. ცნობისთვის, 25 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმის ბულვარში "თანასწორობის მოძრაობის" აღმასრულებელი დირექტორი ლევან ბერიანიძე და ორგანიზაციის წევრი თორნიკე კუსიანი დააკავეს. მათ მოსანახულებლად სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ციალა ქათამაძე იმყოფებოდა. ომბუდსმენის წარმომადგენლის განცხადებით, დაკავებულებს ერთი შეხედვით დათვალიერებისას გარკვეული ტიპის დაზიანებები აღენიშნებათ. მისივე თქმით, სახეზე დაზიანებები, ასევე სისხლჩაქცევები, ჩალურჯებები და ნაკაწრები აქვთ. აპარატი ცდილობს დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან პროცესუალურ დარღვევას. დაკავებულების სხეულზე ძალადობის კვალს საია-ც ადასტურებს. მომხდართან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, დღეს 19:00 საათზე აქცია სლოგანით - „შეწყდეს პოლიციური ტერორი“ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ "თანასწორობის მოძრაობის" წევრები პოლიციას ჰომოფობიურ ნიადაგზე ცემაში ადანაშაულებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ "თანასწორობის მოძრაობის" წევრები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების თანახმად დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებისადმი სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას დაკავებულები პოლიციის განყოფილებაში გადაყვანის შემდეგაც განაგრძობდნენ. მათი ინფორმაციით, ალკოტესტით შემოწმების შედეგად, ლ.ბ.-ს და თ.კ.-ს ალკოჰოლური თრობა დაუდგინდათ. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მოძრაობის წევრების ბრალდებებს გენერალური ინსპექცია სწავლობს. გამოძიება სს კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება ავტორიტარული მმართველობისთვის დამახასიათებელი რეპრესიული პრაქტიკაა- DRI
უკრაინამ როსტოვის დონის პორტს დაარტყა, ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)