12:59 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
მაია მიმინოშვილი უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩენილ აბიტურიენტებს მიმართავს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ყველა პირველკურსელს სტუდენტობას ულოცავს. ასევე  მიმინოშვილი მიმართავს უმაღლესი სასწავლებლის გარეთ დარჩენილ აბიტურიენტებს.

საყდრისის კომიტეტი: ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკამ სამუშაოები დაიწყო

საყდრისის კომიტეტის წევრები ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

მფრინავებმა კლინიკა დატოვეს

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის 4-მა თანამშრომელმა ღუდუშაურის სახელობის კლინიკა უკვე დატოვა. საავადმყოფოში მათ ყველა აუცილებელი კვლევა ჩაუტარდათ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციი, არც ერთ მათგანს დაზიანებები არ აღმოაჩნდა. შესაბამისად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პრემიერმა ეკიპაჟის წევრებს პროფესიონალიზმისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს კლინიკაში ტელეფონით ესაუბრა. პრემიერ-მინისტრმა ეკიპაჟის წევრებს პროფესიონალიზმისა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და ჯანმრთელობა უსურვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ მარტვილში საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაზე საუბრობს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ დარღვევასა  და მარტვილში  საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაზე საუბრობს.

28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა

 28 176 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებთან დაკავშირებით   შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა ბრიფინგი გამართა. მან საზოგადოებას ჩარიცხვისა და სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ ინფორმაცია გააცნო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ახალ ბრალდებას უმზადებს

„საქართველოს ხელისუფლება უკრანაში „ბარიგებთან“ სრულ კოორდინაციაშია და სურს ახალი ბრალდება მომიძებნოს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“  საკუთარ  გვერდზე წერს.

ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის,   საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

გიორგი აბაშიშვილი: ვერტმფრენი წყალზე ავარიული დაშვებისას გადაბრუნდა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის დავალებით, ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისას ქართული ვერტმფრენის ინციდენტთან დაკავშირებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.
 

ცესკომ მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
აჭარისწყლის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. 

სენაკში სამხედრო ნაწილის საცოხვრებელის მიმდებარედ ბანკომატის ქურდობის მცდელობისთვის ძებნილი დაკავებულია

მიმდინარე წლის 24 მაისს, სენაკში დისლოცირებული სამხედრო ნაწილის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სს "საქართველოს ბანკი"-ს ბანკომატის ქურდობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი თ.შ. დაკავებულია.

შსს: ვერტმფრენს შემოწმება 2 დღის წინ ჩაუტარდა და მისი ძრავი სრულ წესრიგში იმყოფებოდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილ ვერტმფრენს - „მი-8“ - ს სარეგლამენტო შემოწმება 2 დღის წინ, 25 აგვისტოს ჩაუტარდა.

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ავარიული დაჯდომის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ავარიული დაჯდომის ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც  ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

შსს: წყლის აღებისას, ვერტმფრენს ჩამოვარდნის საფრთხე შეექმნა, მისი წყალზე დასმით კი, თავიდან იქნა აცილებული უდიდესი ტრაგედია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას, მდინარე გუჯარულაზე მოწყობილი ხელოვნური ავზიდან წყლის აღების დროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის კუთვნილმა ვერტმფრენმა - „მი-8“-მ ავარიული დაჯდომა განახორციელა. 
 

ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ბორჯომის ხეობაში წყალში ჩავარდნილი ვერტმფრენის ეკიპაჟის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics