|
2017-08-27 05:38:48, 951 ნახვა
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევასთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს
ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საზოგადოებისა და დაინტერესებული მხარეებისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შედეგების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. "საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართა ღიად და გამჭვირვალედ. პროცესს აკვირდებოდნენ 4 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლები, რომლებიც სპეციალურად მათთვის გამოყოფილი კომპიუტერების საშუალებით კომისიის სხდომაზე უშუალოდ ცესკოს ელექტრონული ხმის მიცემის პროგრამაში აკვირდებოდნენ წევრების არჩევის მიმდინარეობას",-აცხადებენ ცესკო-ში. ინფორმაცია დროებითი წევრების არჩევისა და სახელობითი კენჭისყრის შედეგების შესახებ ხელმისაწვდომია ცესკოს ვებგვერდზე. საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ვადების გათვალისწინებით ცესკომ, არჩევნების დანიშვნისთანავე, 22 აგვისტოს გამოაცხადა 2 დღიანი კონკურსიდა შესაბამისი განკარგულება კონკურსის შესახებ დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა ცესკოს ვებგვერდზე . 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობებზე სულ 134 განაცხადი შემოვიდა. აღსანიშნავია, რომ 38 (52%) საარჩევნო ოლქში დარეგისტრირდა მხოლოდ თითო კანდიდატი, 19 საარჩევნო ოლქში - ორ-ორი (26%), ხოლო დანარჩენ 16 (22%) საარჩევნო ოლქში - სამი და მეტი კანდიდატი. კონკურსში 88 (66%) ქალი და 46 (34%) კაცი მონაწილეობდა, ხოლო არჩეულ იქნა - 39 (53%) ქალი და 34 (47%)კაცი. აღსანიშნავია, რომ 73 არჩეული დროებითი წევრიდან 72-ს (99%) აქვს საარჩევნო სფეროში, კონკრეტულად კი საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება, ხოლო მათ შორის 3 (4%) პირს - ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციებში. მხოლოდ ერთი არჩეული წევრია ისეთი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო სფეროში გამოცდილება, თუმცა ფლობს საარჩევნო მოხელის სერთიფიკატს, პროფესიით არის სამართალმცოდნე და 2017 წელს გაიარა ცესკოს ”საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები”. აღსანიშნავია, რომ 73 არჩეული დროებითი წევრიდან 43 (59%) მათგანს აქვს მხოლოდ პროფესიული ნიშნით არჩეული საარჩევნო ადმინისტრატორის გამოცდილება, ხოლო 30 (41%) არჩეული წევრი სხვადასხვა არჩევნებზე წარმოდგენილი იყო როგორც პარტიის მიერ ნომინირებული საარჩევნო მოხელე (კონსერვატიულიპარტია, თავისუფალი დემოკრატები, მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს, ლეიბორისტული პარტია, ეროვნული ფორუმი, რესპუბლიკური პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა, ქართული ოცნება, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა). ამასთან, აღნიშნული 30 წევრიდან, 19 წევრს ასევე აქვს ბოლო რამდენიმე არჩევნებზე პროფესიული ნიშნით არჩეულ საარჩევნო მოხელედ მუშაობის გამოცდილებაც. შეგახსენებთ, რომ არჩევნების დანიშვნის შემდეგ სრული შემადგენლობის უმრავლესობით (13 წევრიდან 7 ან/და მეტი ხმა), ცესკო ირჩევს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით 1 წევრს შესაბამისი არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე დროის მონაკვეთით. დანარჩენ 7 წევრს კი საარჩევნო კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრული პარტიები ნიშნავენ. შესაბამისად, სულ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 949 წევრიდან პროფესიული ნიშნით 438 (46%) ცესკოს მიერ არჩეული, ხოლო 511 (54%) პარტიების მიერ დანიშნული წევრია. (NS)
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)