13:51 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-27 04:17:11, 620 ნახვა

აჭარისწყლის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყლის ამბულატორიაში უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა.

ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურების მიღება მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ. აქციის მიმდინარეობის პროცესს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები ლელა სურმანიძე და ზურაბ თენიეშვილი გაეცნენ.

უფასო კონსულტაციები და კვლევები ბათუმის რესპუბლიკური-კლინიკური საავადმყოფოს ექიმებმა ჩაატარეს. მოსახლეობას შეეძლო მიეღო - ნევროლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ოტორინოლარინგოლოგისა და ქირურგის მომსახურება. ჩატარდა ექოსკოპიური და კარდიოგრაფიული კვლევები. უფასო სამედიცინო აქციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებითა და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. სამედიცინო კონსულტაციები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გასულ წელსაც ჩატარდა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics