|
2017-08-27 06:44:00, 579 ნახვა
„ნაციონალური მოძრაობა“ მარტვილში საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაზე საუბრობს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მორიგ დარღვევასა და მარტვილში საოლქო საარჩევნო კომისიების პოლიტიკური ნიშნით დაკომპლექტებაზე საუბრობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბ „ვეღარ გააყალბებ“ თანათავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილმა აღნიშნა, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბებსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში საქმიანობის კორელაცია და ურთიერთშეთანხმებული მოქმედება გრძელდება. „ამჯერად, ჩვენ გვაქვს მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის მაგალითი, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი ობიექტური კრიტერიუმები არ დაადგინა. დღეს, პრაქტიკულად, ქართული ოცნების საარჩევნო შტაბები ცდილობენ საოლქო საარჩევნო კომისიების კვოტით დანიშნონ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები. ჩვენ გვაქვს ამის დამადასტურებელი კონკეტული ჩანაწერები, სადაც ადამიანები აღნიშნავენ, რომ სწორედ ქართული ცონების საარჩევნო შტაბიდან დაურეკეს მათ და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე განცხადების შეტანა დაავალეს. ასევე, გვაქვს ჩანაწერები, რომლითაც დასტურდება, რომ განცხადებების შეტანა კანონის დარღვევით ხდება. ანუ, კონკრეტული პირის ნაცვლად განცხადება შეაქვს გამგებლის რწმუნებულს, ან საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, სულ მცირე, საოლქო კომისიებისათვის მოთხოვნა უნდა დაადგინოს, რომლის მიხედვითაც საოლქო კომისიის წევრების ობიექტური შერჩევა მოხდება, რათა შემდგომ არჩევნები ჩატარდეს ობიექტურად“,-აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)