|
2017-08-27 04:23:07, 605 ნახვა
ცესკომ მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) მსოფლიო საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციასთან (A-WEB) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელს აწერენ თამარ ჟვანია და А-WEB-ის გენერალური მდივანი კიმ იონგ-ჰი. მემორანდუმის საფუძველზე მხარეები თანხმდებიან ითანამშრომლონ თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობების მიმართულებით. ამ თანამშრომლობის ფარგლებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში А-WEB-ის წარმომადგენლებთან რამდენიმედღიანი შეხვედრები მიმდინარეობს. ცესკოს წევრები და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ხმის დათვლის ინოვაციურ ტექნოლოგიებზე, ასევე ხმის დათვლის ელექტრონული მოწყობილობების შესაძლებლობებზე მსჯელობენ. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში საარჩევნო ადმინისტრაციების ასოციაციის პროექტების დირექტორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელმა და პროექტების მენეჯერმა უბნებზე ხმის დათვლის ოპტიკური სკანერის შესახებ (Precinct Count Optical Scanner) პრეზენტაციაც გამართეს. დელეგაციის წევრებმა ოპტიკური სკანირების მეშვეობით ხმის დათვლის უპირატესობებზე ისაუბრეს. მათ შეხვედრის მონაწილეებს აჩვენეს ყველა ის ფუნქცია, რომელიც სკანირების აპარატს გააჩნია. ხმის დათვლის აპარატი შედგება სკანერისა და საარჩევნო ყუთისგან, სადაც ბიულეტენები თავსდება, რის შემდეგაც ხდება მონაცემების სკანირება და ხმების ავტომატურად დათვლა. სამუშაო შეხვედრები დღეს დასრულდება. (NS)
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)