03:27 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-08-27 08:34:50, 2832 ნახვა

საზოგადოება
საყდრისის კომიტეტი: ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკამ სამუშაოები დაიწყო

საყდრისის კომიტეტის წევრები ხვალ საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.

 კომიტეტისთვის ცნობილი გახდა, რომ დაახლოებით 10 დღის წინ, ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსის ე.წ. დაცვითი ზონის ტერიტორიაზე კომპანია "არემჯი გოლდის" კუთვნილმა მძიმე ტექნიკამ  გაურკვეველი სამუშაოები დაიწყო.

მათივე ცნობით, მძიმე ტექნიკის მუშაობამ მნიშვნელოვნად დააზიანა მონასტრის გალავანი და მის მიმდებარედ ჯერ კიდევ მეცნიერულად შეუსწავლელი ხარო.

„სავარაუდოდ სრულადაა დანგრეული ძველი გალავნის ერთი ნაწილიც, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან ფიტარეთის სამონასტრო კომპლექსს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი, ხოლო მოქმედი კანონმდებლობით  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაზიანება- განადგურება, აგრეთევ კულტურული მემკვიდრეობის დაცვითი ზონის რეჟიმის დარღვევა, იძლევა სისხლის სამართლის დევნის საფუძველს“,-აღნიშნავენ საყდრისის კომიტეტში.

კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს, კულტურის მინისტრსა და საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს. საყდრისის კომიტეტი ბრიფინგზე ძეგლის დაზიანების დამამტკიცებელ კონკრეტულ მტკიცებულებებს წამოადგენს. ბრიფინგი ' პრაიმ ტაიმის" პრეს- კლუბში 11 საათზე დაიწყება.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics