06:59 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
„ოცნების დეპუტატები ისეთ სიტყვებს იყენებენ, რომლის მნიშვნელობაც არ იციან - გვახსოვს, ერთს EBRD სალანძღავი სიტყვა ეგონა“

"ნაციონალური მოძროაბის" წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, უმრავლესობის დეპუტატები ხშირად ისეთ სიტყვებს იყენებენ დებატებში, რომლის მნიშვნელობაც არ იციან. 

კანდელაკი: მთავრობა არაფერს აკეთებს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საერთაშორისო დღის წერიგში დადგეს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით,  შემაშფოთებელია, რომ ხელისუფლებას პრექტიკულად არაფერი გაუკეთებია, იმისათვის რომ დევნილთა დაბრუნების საკითხი საერთაშორისო პოლიტიკურ დღის წესრიგში დამდგარიყო. 

1-ელ აპრილს საჩხერის სამედიცინო ცენტრში ნევროლოგიური კონფერენცია გაიმართება

საჩხერის სამედიცინო ცენტრის და კომპანია „ვიორვაგ ფარმას“ ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც 1-ელ აპრილს, 14:00 საათზე, ჩატარდება, ექიმები ნეიროპათიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ.

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გრძელდება

მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 3 აპრილამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge  გაგრძლდება. 

ალანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე: დიდი პალატის გადაწყვეტილებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ მაქვს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, თამარ ალანიას განცხადებით, მათ არ აქვთ რაიმე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით, დოკუმენტები გაყალბდა.

თამარ ალანია: ჩემი გამოცდილება მაძლევს უფლებას, განვაცხადო პრეტენზია სტრასბურგის მოსამართლეობაზე

სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ალანიას განცხადებით, მას აქვს საკმარისი გამოცდილება იმისათვის, რომ იყოს მოსამართლე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

„აკავებთ ნარკომომხმარებლებს, რომლებსაც ნარკოტიკულ საშუალებებს უდებთ, მაგრამ საინტერესოა, რამდენი ნარკორეალიზატორი დააკავეთ“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ ნიკა მელიას განცხადებით, უმრავლესობა, თავს არიდებს ისეთ თემებზე საუბარს, რომელიც ბოლო დღეებში აქტუალურია და სამართალდამცავების მხრიდან ნარკოტიკული საშუალებებისა და იარაღის ჩადებას ეხება. 

პატრიარქი: რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ჩვენი ტერიტორიები, არ შეიძლება, ეს დაუსრულებლად გაგრძელდეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის განცხადებით, რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს საქართველოს ტერიტორიები და ეს დაუსრულებლად არ უნდა გრძელდებოდეს. 

„იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც სებ-ის შესახებ კანონპროექტზე ვეტო დაძლიეს“

„საჭიროა დადგეს ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევაში მიიღეს მონაწილეობა“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. 

ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებისათვის ვიზალიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა
სასამართლომ ოჯახის წევრზე ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ოჯახის წევრზე ძალადობისა და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით შეუსრულებლობის ფაქტზე ა.მ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და ,,ე'' ქვეპუნქტითა და 111,3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავედ სცნო.

ანა დოლიძე: ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ორი ძირითადი არგუმენტია წარმოდგენილი, რომელიც სააგენტოს დამოუკიდებლობას და საკომუნიკაციო კომპანიების ფინანსურ ხარჯებს ეხება.

ხოშტარია „ოცნებას“: როგორც დეპუტატები, ვალდებული ხართ ხალხის და არა ბიძინა ივანიშვილის წინაშე

"ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის პლენარულ სესიაზე მმართველი გუნდის წევრებს მიმართა და დასძინა, რომ მათ რეპრესიული პოლიტიკის შესახებ მოსახლეობას პასუხი უნდა გასცენ. 

სოფო კილაძე: პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს

„შენიშვნები, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან არის გამოგზავნილი, ვთვლი, რომ არ არის სამართლებრივი არგუმენტებით, ჩემი აზრით ეს უფრო პოლიტიკურ კეკლუცს ჰგავს, ვიდრე სამართლებრივ არგუმენტს“, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის  თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ პარლამენტის პლენარულ სესიაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით განაცხადა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები საფრანგეთის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ

სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე საფრანგეთის განვითარების საააგენტოს (AFD) დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics