08:19 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
ბესელია: აბაშიშვილის განცხადებაც იყო მორიგი თავხედური გამოხტომა, ეს არის სიბეცეც და უვიცობაც

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,  პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს გაკეთებული განცხადების გამო, მწვავედ გააკრიტიკა.

ენმ: ბოლნისში რუსული სანომრე ნიშნით ავტომობილები გადაადგილდება, რომელსაც სამხედრო ტექნიკა გადააქვს
„შავნაბადას“ მოსწავლეებს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უმასპინძლეს

22 მარტს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

დოლიძე „ოცნებას“: დეპუტატები საკუთარ პრეზიდენტს ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის შესუსტებაში სდებენ ბრალს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის განცხადებით, ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს, პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში უამრავი ბერკეტი აქვს დატოვებული იმისთვის, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რუტინული კონტროლის ქვეშ იყოს.

ეკა ბესელია ანა დოლიძეს: დაფიქრდით, როგორ ელაპარაკებით პარლამენტს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ის პირადადაა შეურაცხყოფილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ტონით  და დამოკიდებულებით პარლამენტისადმი. 

ბაქრაძე: „ქართული ოცნება“ რჩება მარტო, უკანონობის დაკანონებაში

„ქართული ოცნება“ რჩება მარტო უკანონობის დაკანონებაში და ძალიან დიდი სამომავლო პასუხისმგებლობის აღებაში, რასაც ეს მახინჯი მოსმენების სისტემა მოიტანს მომავალში, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ეკა ბესელია პრეზიდენტს და მის წარმომადგენელს: თქვენ კონსტიტუციურ ბალანსს არღვევთ და ამას აკეთებთ ძალიან ცუდი ტონით

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა  ბესელიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე,  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს ანა დოლიძეს კონსტიტუციის 48-ე მუხლი შეახსენა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მისი წარმომადგენლები პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.

ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა. 

საქართველოს პარლამენტის შენობაში შესაძლოა მოწევა აიკრძალოს

საქართველოს პარლამენტის შენობაში შესაძლოა მოწევა აიკრძალოს. 

Twitter-მა ტერორიზმის პროპაგანდასთან დაკავშირებული 376 ათასი მომხმარებლის ანგარიში დაბლოკა

2016 წლის ივლისიდან დეკემბრამდე, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში მიკრობლოგ Twitter ქსელმა ტერორიზმის პროპაგანდასთან დაკავშირებული 376,89 ათასი ანგარიში დაბლოკა.

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა

ბათუმში, ჭავჭავაძის კუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა.

ნიკა მელიასა და შოთა ხაბარელს შორის მცირე დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც სიტყვით უმრავლესობის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი გამოდიოდა,  ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შოთა ხაბარელი დაუპირისპირდნენ.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 23 მარტს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 23 მარტს 17:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება. 

ალექსანდრე ბარამიძე „OGP“-ის მმართველი კომიტეტის თანათავმჯდომარეების შეხვედრაში მონაწილეობს

იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ბარამიძე „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თანათავმჯდომარეების შეხვედრაში მონაწილეობს. ღონისძიებას საფრანგეთის მთავრობა  მასპინძლობს და ის პარიზში იმართება. საფრანგეთი „OGP“-ის თავმჯდომარე, ხოლო საქართველო თანათავმჯდომარე  ქვეყანაა.

შსს-სთან საპროტესტო აქცია, ლოზუნგით „არა ჩადებას“ მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით „არა ჩადებას“ მიმდინაროებს. 

სამხედრო ატაშეებმა საქართველოს თავდაცვის უწყების რეფორმას მხარდაჭერა გამოუცხადეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო ატაშეების ასოციაციის წარმომადგენლებს, უწყებაში განხორციელებული რეფორმები, შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი და სამომავლო გეგმები გააცნო. 

რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics