|
2017-03-22 14:45:14, 1438 ნახვა
საზოგადოება
1-ელ აპრილს საჩხერის სამედიცინო ცენტრში ნევროლოგიური კონფერენცია გაიმართება
საჩხერის სამედიცინო ცენტრის და კომპანია „ვიორვაგ ფარმას“ ერთობლივ კონფერენციაზე, რომელიც 1-ელ აპრილს, 14:00 საათზე, ჩატარდება, ექიმები ნეიროპათიის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრებენ. საჩხერის სამედიცინო ცენტრში დაგეგმილი შეხვედრის თემაა „ნეიროპათიები და მათი მკურნალობა“, მთავარი მიზანი კი - ნეიროპათიების მართვისა და მისი მკურნალობის შესახებ უახლესი ცნობების გაზიარება ექიმებისთვის, რაც შემდგომ მათ საქმიანობაში დადებითად აისახება. კონფერეცნიაზე მომხსენებელი იქნება მედიცინის დოქტორი, კლინიკური მედიცინის ს/კ ინსტიტუტის ნევროლოგი იოსებ ბურდულაძე. ლექცია 40-60 წუთს გასტანს და მასზე დასწრება შეუძლიათ ნევროლოგებს, ენდოკრინოლოგებს და ოჯახის ექიმებს. როგორც ფარმაცევტული კომპანია „ვიორვარგ ფარმას“ სამედიცინო წარმომადგენელი თამარ ქაჯაია აღნიშნავს, მსგავსი შეხვედრები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და ექიმები მუდმივად მიიღებენ უახლეს ინფორმაციებს ნეიროპათიების შესახებ. „ნეიროპათია მძიმე პათოლოგია, რომელიც ძალიან ბევრი დაავადების თანმდევია. ჩვენი მიზანია, მისი სწორად მართვა და მკურნალობა ექიმებმა არამარტო საქართველოს დედაქალაქში, არამედ პერიფერიებშიც ისწავლონ, მათ შორის - საჩხერეში. ნეიროპათიას სხვადასხვა სახისაა - დიაბეტური, ალკოჰოლური, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის შემდგომ და ა.შ. და ახლავს მწვავე ტკივილის შეგრძნება. თუმცა ტკივილი შეიძლება იყოს ნეიროპათიული ან არ იყოს. როგორც განვასხვავოთ, როგორ ვმართოთ, როგორ ვუმკურნალოთ - სწორედ ეს არის აღნიშნული კონფერენციის მიზანი“,- განაცხადა თამარ ქაჯაიამ. გერმანული ფარმაცევტული კომპანია „ვიორვაგ ფარმა“ საქართველოში თითქმის 15 წელია, მოღვაწეობს, ფარმაცევტულ ბაზარს მაღალი ხარისხის გერმანულ მედიკამენტებს სთავაზობს და პერმანენტულად ქვეყნის მასშტაბით საგანმანათლებლო კონფერენციებს ატარებს, სადაც ექიმები სხვადასხვა უახლეს ნოზოლოგიებს ეცნობიან.
(NS)
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის - მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)