22:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-22 14:08:01, 2258 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
„იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებმაც სებ-ის შესახებ კანონპროექტზე ვეტო დაძლიეს“

„საჭიროა დადგეს ყველა იმ დეპუტატის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც ეროვნული ბანკისთვის საზედამხედველო ფუნქციის ჩამორთმევის შესახებ პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევაში მიიღეს მონაწილეობა“, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. 

როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები და პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტი იდენტურია. 

მისივე ინფორმაციით, პრეზიდენტი ეროვნული ბანკის შესახებ ახალ კანონს ხელს მოაწერს. 

გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის მიერ წელიწად-ნახევრის წინ მიღებულ გადაწყვეტილებას, საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით პოლოტიკურად მოტივირებული უწოდა და აღნიშნა, რომ ამით ქვეყანას როგორც რეპუტაციის, ისე ფინანსური კუთხით მიადგა დიდი ზიანი. 

აბაშიშვილი დარწმუნებულია, რომ ე.წ. მოსმენების კანონიც მსგავს ბედს გაიზიარებს, რადგან ადმინისტრაციაში დარწმუნებულნი არიან პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების შინაარსის სისწორეში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics